სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„სკოლა ცხოვრების მინი მოდელია“- დირექტორები ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე საუბრობენ
07-07-2022
-
+


სკოლას რომ ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ამაზე, ფაქტობრივად, ყველა თანხმდება. გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები განათლებას იღებენ და სამომავლო საქმიანობას ირჩევენ, ისინი ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც სწავლობენ. ადამიანების უმრავლესობა თანხმდება, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი გზამკვლევი მათთვის სკოლა იყო.

Etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა გაგვეგო მათი აზრი, რა ძირითად ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ასწავლის სკოლა ადამიანებს.

რიმა მელია, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ადამიანი თავის ცხოვრების გზას სწორედ სკოლაში იწყებს. ბავშვები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს სწავლობენ როგორებიცაა: საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, როგორ იყვნენ მიზანსწრაფულები და მოტივირებულები. ასევე, სწავლობენ, რომ ყველა საგანი მოსწავლისთვის მომავალში გზის მაჩვენებელია და უნდა იცოდნენ რომ თითოეული საგნის შესწავლა მნიშვნელოვანია. პირადად მე მუდამ ბავშვებზე ვარ ორიენტირებული და მინდა, მათი ცხოვრების გზა მარტივი იყოს.

ვარდო უგლავა, ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, სკოლა ცხოვრების საძირკველია. სკოლაში გატარებული თითოეული დღე მოზარდისთვის გაკვეთილი და სამაგალითოა. სკოლაში ბავშვი სწავლობს: სწორ კომუნიკაციას თანატოლებთან და უფროსებთან, ხდება კანონმორჩილი, სწავლობს მეგობრობას და სიყვარულს. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა ბავშვების ფავორიტ პედაგოგებთან ურთიერთობა, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით ბავშვებისთვის სამაგალითოები არიან. ჩემს პრაქტიკაში შემხვედრია მოსწავლე, რომელსაც სურდა ისეთი ყოფილიყო, როგორიც მისი მასწავლებელია. ამიტომაც, სკოლა არამხოლოდ ცოდნის ტაძარია, არამედ ბავშვისთვის ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილისა და მაგალითის მიმცემი.

მამუკა ქვაჩაკიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლა მხოლოდ ბავშვის სწავლა განათლებაზე კი არა, მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს. ვფიქრობ, ბავშვები, როდესაც წარმატებულ ადამიანებს შეხვდებიან, მათ მიერ განვლილ გზას გაეცნობიან სასურველ გზას მარტივად აირჩევენ. ვფიქრობ, სკოლამ ბავშვები ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს.

თეა თვალაბეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დუცხუნის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში ვფიქრობ, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარულია მთავარი. ღმერთი თავად სიყვარულია და ეს ყველაფერი თუ იქნება ოჯახში და თავად პედაგოგებში მაშინ სიყვარულს ბავშვებსაც გადავცემთ. მოსიყვარულე თაობა თუ გაიზრდება, ერთმანეთის პატივისცემაც ექნებათ, ერთმანეთის გატანა, გვერდში დომა მაშინ ბევრად პოზიტიური სიტუაცია იქნება ვიდრე ახლა არის.

თეონა ყაჭეიშვილი, თბილისის N198 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლა ფაქტიურად ცხოვრების მინი მოდელია. ნებისმიერი სკოლის მიზანია ბავშვები დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზად იყვნენ. თავად „ახალი სკოლის მოდელიც“, რომელშიც აქტიურად ვართ ჩართულები კეთების სწავლას სწავლობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები უფრო ფუნქციურები და ცხოვრებისთვის ადაპტირებულები ხდებიან. ევროპული ღირებულებები და თანამედროვე მოქალაქეობა ეს ყველაფერი სკოლაში ინერგება. ბავშვებში ახალი უნარ-ჩვევები სკოლაში ყალიბდება და სწორედ ამიტომ, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. აქ არ არის მხოლოდ სწავლა-სწავლების პროცესი, სკოლა ღირსეული მოქალაქის დამკვიდრების ეტაპია.

ლიუდმილა ლექვინაძე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი:

ეს არც ისე იოლი საკითხია. სწორედაც რომ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ემსახურება სკოლაში ყველაფერი. თითოეული საგანი ეხმარება მოსწავლეს, რომ რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანოს მიღებული ცოდნა, თუნდაც მათემატიკა - მისი საშუალებით ეცოდინება როგორ გაზომოს საკუთარი სახლის ფართობი. ჩვენი, სკოლის მისიაა, აღიზარდონ ღირსეული ადამიანები, მაგრამ მხოლოდ სკოლა ვერაფერს იზამს... ოჯახი, სკოლა და საზოგადოება - სწორედ ეს სამი რგოლი მუშაობს ერთად.

ნაილი ადეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, სკოლა მოსწავლეებს უდიდეს ცხოვრებისეულ გაკვეთილებს აძლევს. თითოეული მასწავლებელი ბავშვისთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს, ასევე ჩვენს სკოლის ხელმძღვანელებიც. ბავშვმა მასწავლებლისგან უნდა აიღოს მაგალითი, თუ როგორი ჩამოყალიბებული ადამიანია და როგორი ინტელექტი აქვს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ინტელექტუალურად ჩამოყალიბებულ ადამიანს კარგი ოჯახი აქვს და მომავალ თაობას კარგ მაგალითს მისცემს.

ასევე იხილეთ:

დაბრკოლებების დაძლევა, ადამიანების მიმღებლობა, კომუნიკაციის უნარები - დირექტორები სკოლის ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე საუბრობენ

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება