| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

11 წლიან სწავლებაზე გადასვლის შესახებ ინფორმაციის გაჟღერებისა და უმაღლესი განათლების ახალი კონცეფციის გაგების შემდგომ არაერთი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, მათ შორის ერთ-ერთია შეიცვლება თუ რა უნივერსიტეტში ჩაბარების წინაპირობა და გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები - განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, საზოგადოებას ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართ მაღალი სანდოობა აქვს და მისი გაუქმება ამ ეტაპზე არ განიხილება.
„შესაბამისად, ამ ეტაპზე საკითხი, რომ ეროვნული გამოცდები გადაიხედება და რამე სხვა გამოცდები ჩაანაცვლებს, დღის წესრიგშიც კი არ დგას. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ იმ სისტემით ახალგაზრდების ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობის მიცემას, რასაც ეროვნული გამოცდები იძლევა. წლევანდელმა წელმაც დაადასტურა, რომ საკმაოდ მაღალი სტანდარტით ჩატარდა ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.
„დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე“
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას