სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

ჩოლურის საჯარო სკოლის წარმატება „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაზე
29-05-2025
-
+


მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო პროცესი, მრავალფეროვანი საგაკვეთილო და სასკოლო აქტივობები, უსაფრთხო გარემო, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი რესურსები... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა პროფესიონალი პედაგოგებისა და ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, განაპირობებს მოსწავლეთა და ზოგადად, სკოლის წარმატებას, სადაც ასევე უმნიშვნელოვანესი როლი აქვს არაფორმალურ განათლებას.

არავინ დავობს, არაფორმალური განათლების პროექტებში მოსწავლეთა ჩართულობა მრავალმხრივ განვითარებას, შეძენილი ცოდნის განმტკიცებას, გადააზრებას უწყობს ხელს და „ეტალონის“ პროექტები ამის საუკეთესო პრაქტიკა გახლავთ.

დღეს გვინდა გიამბოთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის, ჩოლურის საჯარო სკოლისა და მისი დირექტორის, მარინა ლიპარტელიანის შესახებ, რომლებმაც „ეტალონის“ მიერ ჩატარებულ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ოლიმპიადაზე გუნდურობის, ერთი მიზნისკენ სწრაფვის, მეგობრობის, განვითარების, ერუდიციის საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეს:

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“ - განუცხადა etaloni.ge-ს ჩოლურის სკოლის დირექტორმა, მარინა ლიპარტელიანმა, რომელმაც ბოლომდე და გულმხურვალედ უგულშემატკივრა თავის მოსწავლეებს ტესტის მიმდინარეობას, არც ერთ მათგანს არ მოაკლო ყურადღება და ბოლოს მათთან ერთად გაიზიარა წარმატების სიხარული...

„მიხარია, რომ ჩემმა მოსწავლეებმა გამოთქვეს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი... დარწმუნებული ვარ, უკეთესი და უკეთესი შედეგებით გაგვახარებენ. ზოგადად „ეტალონის“ პროექტები ძალიან საინტერესოა, მრავალფეროვანი და რაც მათვარია, ბავშვებს არა მხოლოდ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, არამედ განვლილ და ნასწავლი მასალის გახსენებაში ეხმარება.

რაც შეეხება ჩემს გულშემატკივრობას... ეს რა სალაპარაკოა? ჩემს ბავშვებს ყოველთვის ვუჭერ მხარს, ვგულშემატკივრობ, ვეხმარები და ასე მოვდივართ წლებია“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა მარინამ.

ჩვენც წარმატებებს ვუსურვებთ პროექტში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს და გაგაცნობთ ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს ჩოლურის საჯარო სკოლიდან:

II კლასი - ქეთევანი ზურაბიანი
     
III კლასი  - მანანა ხაბულიანი                                               

IV კლასი - საბა გაზდელიანი, ნიკოლოზ ზურაბიანი, ნათია ხაბულიანი         

V კლასი  - თენგიზი ბენდელიანი, მარიამი ზურაბიანი, ლუკა ჩანქსელიანი


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ ბავშვის მიყვანა და არის თუ არა თავისუფალი ადგილები

სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

„მასწავლებლის გამოცდებზე 30 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, აქედან 15 ათასი მოქმედი პედაგოგია...“

საგრანტო კონკურსი ჩატარდება - ვის მიეცემა გამოცდაზე გასვლის უფლება და როგორ შეეხება ცვლილება კერძო უმაღლესებს

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
მოსწავლეებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ხელოვნებისა და ლიტერატურის განუყოფელი კავშირი
 
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების წახალისება
 

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება