| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სახელმწიფო უნივერსიტეტებში, მნიშვნელოვანი გამონაკლისების გარდა, უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები აღარ გვეყოლება - აღნიშნულის შესახებ უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, იცვლება დაფინანსების მოდელიც, რომელიც კერძო უნივერსიტეტებსაც შეეხება.
„სახელმწიფო უნდა იყოს დამკვეთი, შესაბამისად დაფინანსება უნივერსიტეტებზე გადანაწილდება იმის მიხედვით, პროფილურად რომელ უნივერსიტეტზე რა მოთხოვნა იქნება. ეს არ გამორიცხავს, რომ რაღაც სეგმენტებში კერძო უნივერსიტეტების მიმართაც განხორცილედეს დაკვეთა, მაგრამ ძირითადი კომპონენტი იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტები. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარდა არსებითი და მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები აღარ გვეყოლება. ეს სეგმენტი, დაინტერესების შემთხვევაში მთლიანად გადავა კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე.
თქვენთის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძი უნივერსიტეტებში გაცილებით მაღალია. სახელმწიფო უნივერსიტეტები კი თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი სახელმწიფოს მოთხოვნების შესრულებაზე. რა თქმა უნდა, პარალელურად სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე სრული დაფინანსება, რათა პროცესი მიმდინარეობდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და თითოეული უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, იმ ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, კონკრეტული დანადგარებით სხვადასხვა ცდების თუ ექსპერიმეტების ჩასატარებლად...“ - განაცხადა გივი მიქანაძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ