სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზუგდიდის ბაღში ბავშვის ცემის ვიდეო პედაგოგმა თავად გადაიღო და „შეცდომით“ მშობლების ჩათში გაგზავნა - დეტალები 
20-10-2025
-
+


ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვს სცემა, პედაგოგი სამსახურიდან გათავისუფლებულია. როგორც ბაღის დირექტორი, მარინა ნარსია etaloni.ge - სთან საუბრისას ამბობს ვიდეო აღმზრდელმა თავად გადაიღო და მშობლების ჩატშიც თავად [შეცდომით] გაგზავნა.
 
„აღმზრდელი გავათავისუფლებულია სამსახურიდან, შეჩერებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნება. რაც შეეხება ვიდეოს, ის თავად აღმზრდელის გადაღებულია. აქტივობას იღებდა... და მერე, ვიდეო მშობლების ჩატში თავად [შეცდომით] ჩააგდო“, - გვეუბნება ბაღის დირექტორი.
 
ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ დირექტორს ხათუნა თოლორაიასაც ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.
 
„არსებობს კანონი და კანონის შესაბამისი იქნება რეაგირება. ამ ეტაპზე პედაგოგს შეუჩერდა საქმიანობა და ველოდებით გამოძიებას. ბავშვთან ფსიქოლოგია ჩართული. იმ დღეს დირექტორი არ იყო, შვებულებით იყო წასული და მოვალეობის შემსრულებელი იყო ბაღში. ეს პირველი შემთხვევაა საჩივრის, ჩვენთან აქამდე მსგავსი არ ყოფილა, თორემ რეაგირება გვექნებოდა. ეს არის პირველი შემთხვევა“, - აღნიშნავს ხათუნა თოლორაია.
 
ვიდეო:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება