| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა სკოლების ნაწილში 11-წლიანი სწავლება იყოს; აღნიშნული განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემაც დაადასტურა და განმარტა, რომ სასკოლო რეფორმა უამრავ კომპონენტს მოიცავს, რისი პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში მოეწყობა:
„დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე; ეს კონცეფციაც წარდგენილი იქნება შესაბამის პირებთან განხილვისა და დისკუსიისთვის.გარდა ამისა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ფასეულობების გათვალისწინებით, მომზადდა სტანდარტი შესაბამის ჯგუფებთან, რომელიც გახდება ფუნდამენტი, რომ სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, დაკომპლექტებული ექსპერტებით და ეს ჯგუფები იმუშავებენ ახალი სახელმძღვანელოების შემუშავებაზე.
სასკოლო რეფორმა ბევრ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს ამის თაობაზე გვექნება პრეზენტაცია“, - განაცხადა მიქანაძემ.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას