სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მიასნიკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვალით დანახული შემოდგომა 
22-10-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შემოდგომა კი მოსწავლეთა შთაგონებისთვის საუკეთესო დროა. მიასნიკიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ ულამაზეს სეზონს ნამუშევრები მიუძღვნეს. 

წლის ყველაზე შთამაგონებელი სეზონი შემოდგომაა. ის მრავალმხრივია, მრავალ წინააღმდეგობრივ ემოციას იწვევს და ლიტერატურის, მუსიკისა და სახვითი ხელოვნების მრავალი ულამაზესი ნიმუშის ინსპირაცია ხდება.

„სასიამოვნო სანახავია ამ ლამაზი სეზონის სკოლის ფანჯრიდან დანახული პეიზაჟი. შემოქმედებითი აქტივობა იდეალურია შემოდგომის სილამაზის უკეთ აღსაქმელად. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომის ფერთა გამა ძირითადად ყვითელია, მინდვრები ჯერ კიდევ ზოგ ადგილას მწვანეა,  ცა მოწმენდილია, ამინდი მშვიდი და სასიამოვნოა. შემოდგომის შემოქმედებაში ასახვა ბავშვებს ეხმარება ამ ლამაზი სეზონის პირველი ნიშნების ამოცნობასა და დადებითი მახასიათებლების ხაზგასმაში“,- აღნიშნავენ აქტივობის მნიშვნელობაზე საუბრისას მიასნიკიანის საჯარო სკოლაში და დასძენენ, რომ  შემოდგომის სილამაზე ნათლად ჩანს მოსწავლეთა შექმნილ ნამუშევრებში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება