სიახლეები
სკოლები, პიროვნება, ინტერვიუ

„საჭიროა მასწავლებლის ძალიან დიდი შრომა ვიღაცამ დააფასოს და მოტივაცია მისცეს“ - ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი, ჟანა ხაჩატურიანი
03-10-2025
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა განსაკუთრებით ამაყობს მე და საზოგადოების, სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი ჟანა ხაჩატურიანის წარმატებით, რომელიც 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა. 25 წლიან პედაგოგიურ მოღვაწეობასა და თავდადებას, შეუმჩნევლად არ ჩაუვლია და როგორც ჟანა ხაჩატურიანი გვეუბნება, ჯილდომ პასუხისმგებლობა გაუორმაგა.  

„ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ მე გაორმაგებული, გაათმაგებული ძალებით გავაგრძელო მუშაობა რადგან ვიყო მაგალითი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ახლა სურთ ამ პროფესიაში შემოსვლა ან ახლი დაწყებული აქვთ პედაგოგობა. რა თქმა უნდა ეს ჯილდო ეს არის პასუხისმგებლობა, შენ უნდა იყო მათთვის მისაბაძი ადამიანი მოდუნების უფლება არ გაქვს. 

ვინც ამ პროექტს იცნობს, კარგად იცის, რამხელა გზის გავლაა საჭირო ფინალში მოსახვედრად, რა კრიტერუმებით და როგორ ფასდებიან პედაგოგები. ამიტომ ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი, აღიარება და ნდობა. ყველაზე მთავარი, ეს არის მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. დღეს პედაგოგის პროფესია არ არის ისეთ დაფასებული, როგორც იყო, ამიტომ ასეთი პროექტები საჭიროა. საჭიროა მასწავლებლის ძალიან დიდი შრომა ვიღაცამ დააფასოს და ამით ერთგვარი სტიმული და მოტივაცია მისცეს და გაახაროს“, - გვეუბნება გამარჯვებული პედაგოგი და იმასაც აღნიშნავს, რომ მისი გამორჩევა ალბათ იმ მრავალფროფილურმა საქმიანობამ განაპირობა, რომელსაც ის ეწევა.

„ათეულის წევრები ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ და დარწმუნებული ვარ ჟურის ძალიან გაუჭირდებოდა გამარჯვებულის გამოვლენა. რთულია იმის თქმა, თუ რატომ გავხვდი გამარჯვებული მე და არა სხვა. პირველი რაც შემიძლია გითხრათ არის, ის რომ  გაგიზიაროთ ჩემი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. ბავშვი უნდა აღიქვა პიროვნებად. მოსწავლე გრძნობს გულწრფელ დამოკიდებულებას, მას ვერაფერს გამოაპარებ, ამიტომ თუ მას დააფასებ, მოუსმენ და შენს თანატოლად აღიქვამ გაკვეთილი უკვე არა დაძალებით და იძულებით, არამედ სიყვარულით და ნდობით მიმდინარეობს. ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ. მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას, იცოდეს, რომ მას არავინ დასცინებს იმ აზრებს გამო რომელიც აქვს, მის ნათქამს სწორად გაიგებენ და ინტერპრეტაიას არ მისცემენ. ეს ყველაფერი აძლევს მოსწავლეს იმის სურვილს, რომ გავკეთილზე სიხარულით მოდიოდეს და ეს არის ჩემი მიზანიც. 

მეორეს მხრივ აღსანიშნავია, რომ ერთი პროფილით არ ვმუშაობ, ფილოლოგიის დოქტორი ვარ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლი მომავალ პედაგოგებს სახელმწიფო ენას და ალბათ, ასეთი დაფასებული მასწავლებლები ხდებიან იმის მაგალითნი, რომ ღირს ამ ქვეყანაში მასწავლებლობა, რომ შრომა ფასდება. ისინი ხედვენ თავიანთი ლექტორის და მასწავლებლის შრომას. ესეც ალბათ ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ჩემი არჩევის“, - აღნიშნავს ჟანა ხაჩატურიანი.

ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მისი მოქალაქეები აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ფლობდნენ სახელმწიფო ენას, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის დღემდე გამოწვევაა. სწორედ ამიტომ სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სახელმწიფო ენის ლექტორი ძალისხმევას არ იშურებს, და მასქიმალურაც დილობს აღზარდოს თაობები, რომლებმაც იციან თავიანტი უფლებები და მოვალეობები.

„20 წელია სკოლაში ვასწავლი. თავიდან გერმანული ენის პედაგოგი ვიყავი, შემდგომ სამოქალაქო განათელბის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა და თითოული იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც ამისკენ მიფიძგა, ამასთან უკვე 25 წელი ხდება რაც უნივერსიტეტში ვასწავლი სახელმწიფო ენას ვფიქრობ ეს არის ორი ნიშვნელოვანი მიმართულება რომელიც ჩემს ქვეყანას ძალიან სჭირდება - სახელმწიფო ენის კარგად ფლობა იმ რეგიონში სადაც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ენის სწავლა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ამ ორი რამის გარეშე შეუძლებელია იყო სრულფასოვანი მოქალაქე და ემსახურებოდე შენს ქვეყანას. ამიტომ ძალისხმევას არ ვიშურებ რომ ეს ორი მიმართულება ჩემს რეგიონში განვავითარო. ვცდილობ, მოსწავლეებს ვასწავლო სამოქალაქო განათლება და აქტივობები რომელსაც ვაკეთებთ სცდება საკლასო ოთახს. ჩემი რეგიონი სამკაოდ დაბალი აქტივობის მქონე მოქალაქეებითაა დაკომპლექტებული რაც მაწუხებს. მინდა რომ მომავალი თაობა სხვანაირი გაიზარდოს, იცოდნენ თავიანთი უფლებები, მოვალეობები პასუხისმგებლობები და რაც შემიძლია იმის ფარგლებში მე ენერგიას და დროს არ ვიშურებ“, - გვეუბნება პედაგოგი და აქვე სამოავლო გეგმებსაც გვიმხელს. 

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში  მინდა რომ გავხსნა კლუბი, რომელიც გააერთიანებს ახალქალაქში არსებულ სკოლებს. ჩვენთან 5 სკოლაა: 1 რუსულენოვანი, 3 სომხურენოვანი და 1 ქართული. მინდა ამ სკოლის მოსწავლეები დავაკავშირო ერთამნეთს და ერთად გავაკეთოთ პროექტები, რომელიც აუცილებლად სახელმწიფო ენაზე წარიმართება. ძალიან მრავალფეროვან გარემოში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, ეს იქნება უდიდესი საქმე, რომ ამ ბავშვებთ ერთად ვაკეთო სათემო პროექტები. ამ აქტივობებით ქართველი მოსწავლეები ტოლერანტობას ისწავლიან, არაქართულენოვანი მოსწავლეები კი სახელმწიფო ენასაც გაიუმჯობესებენ და მიხვდებიან რომ ერთად უნდა ვაშენოთ მომავალი“.


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

ინფორმაცია 2026 წლის ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის მსურველთა საყურადღებოდ

მასწავლებლების საყურადღებოდ, 3 ოქტომბერი განაცხადის გაკეთების ბოლო დღეა

რა კომპეტენციები აქვს სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტს - მინისტრის ბრძანება ძალაში 22 ოქტობრიდან შევა

მთავრობის გადაწყვეტილებით 2025 წლის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

დააკავეს პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვან გოგოს ნების წინააღმდეგ ფიზიკურად ეხებოდა - დეტალები

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მე-8 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა სკოლაში არსებული ანა კალანდაძის სკვერში ცოდნა და ინფორმაცია გაცვალეს

 

 

მოსწავლეებმა დრო მეტად სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება