სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება განახლდა - რა წერია დოკუმენტში
16-10-2025
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება განახლდა და ძალაში 2025 წლის 22 ოქტომბრიდან შევა. 

განისაზღვრა დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;

ბ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს პრიორიტეტული ამოცანების შესრულების მიზნით, მის ფარგლებში განხორციელებული პროგრამის/ქვეპროგრამისა და ღონისძიების საშუალოვადიანი ბიუჯეტის დაგეგმვა;

ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და დანიშნულებისამებრ მიმართვის უზრუნველყოფა;

ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების შესრულების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადების მიზნით საჭირო ინფორმაციის გამოთხოვის, ინფორმაციის დამუშავებისა და წარდგენის უზრუნველყოფა;

თ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით ყოველწლიურად სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების/განახლების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და ამ პროგრამების ფინანსური ანალიზი;

კ) დონორებიდან მიღებული მიზნობრივი ფულადი გრანტის რეგისტრაციისა და ბიუჯეტში ასახვის უზრუნველყოფა;

ლ) მართვისა და კონტროლის სისტემაზე დაფუძნებით საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესება;

მ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის მხარდაჭერა ფინანსური მართვისა და კონტროლის გეგმის მომზადების, დანერგვის, განვითარებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში;

ნ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვის ხელშეწყობა;

ო) ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით სამინისტროს ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური მართვისა თუ კონტროლის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავებთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;

ჟ) სამინისტროს მიერ შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო ღირებულების დადგენა და პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა;

რ) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;

ს) შესყიდვის პროცედურების წარმართვა, შესყიდვის დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა;

ტ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;

უ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება, კოორდინაცია და მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ფ) ფულადი სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციისა და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული პროგრამული კლასიფიკაციის მოთხოვნების დაცვით;

ქ) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი;

ღ) სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებათა სრული და დროული აღრიცხვა, ანგარიშსწორება და კონტროლი;

ყ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;

შ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმების (ბალანსის) მიღება, სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ჩ) სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისათვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება; ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;

ც) ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დარიცხვის შესახებ კონსოლიდირებული ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება. ფიზიკურ პირებზე „განაცემთა შესახებ“ ინფორმაციის დამუშავება და დეკლარირება;

ძ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან პროგრამების/ქვეპროგრამების/ღონისძიებების რეალიზებაზე გაწეული ხარჯების ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზი;

წ) ღონისძიებების ფარგლებში ფინანსური დოკუმენტაციის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ფინანსურ პირობებთან შესაბამისობაზე ფინანსური მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება ანგარიშსწორების მიზნით;

ჭ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისათვის უძრავი ქონების აღრიცხვისა და ელექტრონული რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა, მათთვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობაში გადაცემასა და განკარგვასთან, ასევე ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა-მომზადების უზრუნველყოფა;

ხ)  სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში წარმოებულ სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესზე ზედამხედველობის განხორციელება და ზედამხედველობის პროცესში სამუშაოთა წარმოების მოქმედ ნორმებთან, სტანდარტებთან და ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;

ჯ)  სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  აღჭურვა;

ჰ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მოსწავლეების სახელმძღვანელოების მიწოდება;

​1) პირველკლასელი მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლების პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფა;

​2) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა წარჩინებული მოსწავლეების მედლებით უზრუნველყოფა;

​3) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

​4) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება