სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ნეიროლინგვისტური პროგრამირება, მხოლოდ სახელმძღვანელო თუ უზადო მრჩეველი ცხოვრების გზაზე
13-10-2025
-
+


სსიპ ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის, სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის და სსიპ ქ. თერჯოლის N1 საჯარო სკოლის გერმანული ენის მენტორმა მასწავლებელმა, განათლების აკადემიურმა დოქტორმა ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო, სახელწოდებით „ნეიროლინგვისტური პროგრამირება.“ სახელმძღვანელოს შესახებ ქალბატონი თამარი გვიზიარებს:

ჩვენს ირგვლივ ყოველთვის ყველაფერი იცვლება და უმჯობესდება ან პირიქით, ქრება და მის ადგილას თვისობრივად ახალი მკვიდრდება. სიახლეს, როცა ვაკვირდებით, გვიჩნდება აზრი, რომ მსგავსი იყო ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ის სახეცვლილი და არსებულ საჭიროებებს უფრო მორგებულია, ასეთივე სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ ჩემს მიერ გერმანულიდან ქართულად ნათარგმნი სახელმძღვანელო, სახელწოდებით „ნეიროლინგვისტური პროგრამირება.“  წიგნის ავტორები არიან ალიოშა ლონგი და რონალდ შვეპე. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მიდგომები და ხერხები, რომლებიც პიროვნებას საშუალებას მისცემს შეძლოს საკუთარი ძალების გააქტიურება, საინტერესო სტრატეგიების გამოყენებით ეფექტურად წარმართოს კომუნიკაცია და შეძლოს საკუთარი თავის წარმატებისთვის მობილიზება.

სახელმძღვანელოში საფუძვლიანად არის აღწერილი ნეიროლინგვისტური პროგრამირების ათი პრინციპი, ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, „წარმატებული წვრთნის ელემენტები“:
⋅ ფსიქიკური რუკის არსი და მნიშვნელობა;
⋅ სად და როგორ შეიძლება ვეძებოთ ჩვენში ღრმად მიმალული შესაძლებლობები;
⋅ ყოველი ქცევის საფუძველი - დადებითი განზრახვა და რატომ?
⋅ გამოცდილების სტრუქტურა;
⋅ ჩვენი შესაძლებლობები ისევ ჩვენშია;
⋅ ყოველი პრობლემის მოგვარების გზების არსებობა;
⋅ სხეულისა და სულის ერთიანობა;
⋅ კომუნიკაცია და მისი შედეგები;
⋅ არ არსებობს მარცხი, არსებობს უკუკავშირი;
⋅ როცა რაიმე არ გამოდის, მოსინჯე სხვაგვარად.

წარმოდგენილი სახელმძღვანელო მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მაგალითებს და რჩევებს, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.

პრაქტიკული ფსიქოლოგიის ამ სახელმძღვანელოში საფუძვლიანად არის წარმოდგენილი რაპორტის მნიშვნელობა, რეპრეზენტაციული სისტემები და სუბმოდალობები. დეტალურადაა განმარტებული აღქმის შემადგენელი კომპონენტები, VAKOG-ის (ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტური, ოლფაქტორული და გუსტატორული) შეგრძნებები.

სახელმძღვანელო სხვადასხვა ფერებში წარმოდგენილ ტექსტებს მოიცავს: ყვითელი ფერით მოცემულია უცხო, პროფესიული ტერმინების განმარტებები, იასამნისფრად შეფერილ ტექსტებში ვიპოვით სიტყვების, ცნებების და მეთოდების განმარტებებს, რომლებიც ნეიროლინგვისტური პროგრამირებისათვის სპეციფიკური და დამახასიათებელია, ნარინჯისფრად მოცემულია ტექსტები, რომლებშიც მეთოდი ან კონცეფცია გარდასაქმნელია პრაქტიკული გამოყენებისათვის, მწვანედ შეფერილ ტექსტებში მოცემულია ექსპერიმენტი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თეორიული მოცემულობის არსს და წარმოდგენილი შინაარსის მიხედვით თქვენ შეძლებთ ნლპ-ს ეფექტები ან პრინციპები საკუთარ თავზე გამოცადოთ, ლურჯ ფერში წარმოდგენილი პრაქტიკული მინიშნებები კი დაგეხმარებათ თეორიული მასალების ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტურად გამოყენებაში.

 

 

R


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და წინსვლასა და განვითარებას უსურვებენ

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება