სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა ცვლილება, რომელიც მასწავლებლებს წელს გამოცდებზე დახვდებათ
15-03-2023
-
+


2023 წელს პედაგოგებისათვის განკუთვნილ საგამოცდო ტესტებში ცვლილებები შევიდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სიახლე შეეხო, როგორც გეოგრაფიისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის ტესტებს, ისე პროფესიულ უნარებს. 

როგორც ცნობილია, წელს პირველად უნდა ჩატარდეს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც, თუმცა, შეფასებისა და გამოცდების ცენტრს ჯერ არც პროგრამა გამოუქვეყნებია და არც სხვა დეტალები. როგორც ცენტრი უწყება, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამადე კი  მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით, ყველა იმ ცვლილებას გთავაზობთ რომელიც უკვე ცნობილია:


2023 წლის მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების პროგრამები

გეოგრაფიის მასწავლებლების ტესტში ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის დავალება დაიშლება 1 და 2 ქულიან რამდენიმე კითხვად. მათ აღარ დაურიგდებათ A3-ის ფორმატის ტოპოგრაფიული რუკა, თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი. რუკის ნაცვლად ამ ფრაგმენტის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. 


კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა

2023 წლის კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის გამოცდის მიმართულებით დაგეგმილია შემდეგი ცვლილებები: შეიცვლება გამოცდის სახელწოდება, კერძოდ, „ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდას“  დაერქმევა „კომპიუტერული ტექნოლოგიების საგნის მასწავლებლის გამოცდა“. რაც შეეხება საგამოცდო პროგრამას, მასში არსებულ შვიდ საკითხს, დაემატება მერვე თავი - ვიზუალური პროგრამირების საკითხები. ვიზუალური პროგრამირებისთვის შეთავაზებული იქნება პროგრამა Scratch-ის გარემო. პროგრამაში მოცემული თემატიკა შესაძლოა შევიდეს გამოცდის როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილში. ტესტის მოცულობა და გამოცდის ხანგრძლივობა უცვლელია.
 
წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

2023 წელს გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 5 საათი. 

იხილეთ რეკომენდებული ლიტერატურა, რომელიც გამოქვეყნებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება