სიახლეები
სიახლეები, სკოლები

„ღონისძიებების გარეშე სასკოლო ცხოვრება წარმოუდგენელია“ - დირექტორები პოზიტიური სასწავლო გარემოს შესახებ
17-10-2025
-
+


საქართველოს სკოლები ოქროსფერ შემოდგომას განსაკუთრებულად ეგებებიან - წელიწადის ყველაზე ბარაქიანი, ათასფრად მოელვარე დრო ბავშვებს ძალიან უყვართ. შემოდგომის დღესასწაულები სასკოლო გარემოს ჯადოსნურ ელფერს სძენს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით იქცევიან ხოლმე ამ დღე-სასწაულების შემოქმედებად.

რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო ღონისძიებების მოწყობა და როგორ მოქმედებს ისინი მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე? - საჯარო სკოლის ხელმძღვანელები etaloni.ge-ს მოსაზრებებს უზიარებენ და იმასაც გვიმხელენ, რომ სწორედ ღონისძიებები ქმნის მეგობრულ, თანამშრომლობით გარემოს სკოლაში. 

ეკატერინა ღუღუნიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა დირექტორი:

„მიმაჩნია, რომ სასკოლო ღონისძიებების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებისთვის... ფორმალური განათლების პარალელურად, მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებშიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, რადგან მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება წარმატების საფუძველი.

ყოველთვის დიდი სითბოთი გავიხსენებთ ჩვენი მოსწავლეების მიერ ჩატარებულ დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას... ვერ წარმოიდგენთ, როგორ უხაროდათ ბავშვებს პროექტში მონაწილეობა! სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი იყო აქტიურად ჩართული... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასკოლო ღონისძიებები უწყობს ხელს სკოლაში მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აჩენს ჯანსაღ კონკურენციას, ბავშვებს კი აძლევს მოტივაციას, უკეთ ისწავლონ, მეტი კლასგარეშე ლიტერატურა წაიკითხონ, იცოდნენ ბევრი ლექსი, ჩაერთონ მუსიკალურ აქტივობებში... ყველაფერი ეს, კომპლექსურად, მათ მრავალმხრივ განვითარების საშუალებას აძლევს“.

ქეთევან მურცხვალაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის, ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

„როგორც სკოლის ხელმძღვანელი, თამამად ვიტყვი, რომ ღონისძიებებში ჩართულობა ავითარებს თავისუფალ აზროვნებას, ბავშვებს თავისუფალი ქმედების საშუალებას აძლევს... რაც მეტი ღონისძიება ჩატარდება სკოლებში, მით მეტად წარმატებული მოსწავლეები გვეყოლება. ვაპირებთ, შემოდგომის დღესასწაულის მოწყობას, ბავშვები თათარას მოადუღებენ, ჩურჩხელებს ამოავლებენ და კიდევ ერთ ლამაზ დღეს ჩავწერთ ჩვენი სკოლის ისტორიაში. სწორედ ღონისძიებები და მსგავსი აქტივობები ქმნის პოზიტიურ გარემოს სკოლაში და ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“.

ზურაბ ნეფარიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, შუქრუთის N1 საჯარო  სკოლის დირექტორი:

„კრიტიკული აზროვნება, სოციალიზაცია, ჯანსაღი კონკურენცია... განაპირობებს სასწავლო პროცესის წარმატებას, რაც წარმოუდგენელია ღონისძიბების გარეშე. ამ დროს ფართოვდება ბავშვების თვალსაწიერი, ისინი იძენენ დამატებით ცოდნას, ხდებიან უფრო მეგობრულები და ასეთი დღესასწაულები აძლევს მოტივაციას, იყვნენ წარმატებულები, კარგად ისწავლონ, შეიძინონ სხვადასხვა უნარები.

ჩვენ, პედაგოგიურმა საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს სწავლა ვუქციოთ დღესასწაულად.  მიუხედავად იმისა, რომ ვართ მცირეკონტინგენტიანი სკოლა, ვცდილობთ, არაფერს გამოვაკლდეთ, არაფერში ჩამოვრჩეთ სხვებს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ საგანმანათლებლო პროექტებში და მრავალმოსწავლიან სკოლებს გავუწიოთ ღირსეული მეტოქეობა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში“.

მაია გრიგოლიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის, გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ზოგადად, ჩვენს მასწავლეებს ძალიან მოსწონთ არაფორმალური განათლების პროექტებში მონაწილეობა. რაც მეტი ღონისძიება ტარდება, მით მეტად მეგობრულები ხდებიან ბავშვები. გვაქვს საშემოდგომო ღონისძიების ჩატარების ტრადიცია, საახალწლოდ კარნავლის მოწყობას ვგეგმავთ... საზეიმო განწყობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც დირექციამ და პედაგოგებმა ხელი უნდა შევუწყოთ.

ბავშვებსაც ძალიან უხარიათ, მეტად მობილიზებულები არიან, მეტი მოტივაცია აქვთ, რომ უკეთ ისწავლონ, იყვნენ მეგობრულები, ერთ მუშტად შეკრულები, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ სრულად სასკოლო საზოგადოება, რაც ვფიქრობ, სკოლის დიდი მიღწევაა“.

მაია მეგრელი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„თითოეული ღონისძიება ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის დიდი ზეიმია...  უხარიათ, ეამაყებათ და აქტიურად ერთვებიან ამ ღონისძიებებში. სოფლის სკოლა ვართ და იქიდან გამომდინარე, რომ მოსწავლეთა რაოდენობა მცირერიცხოვანია, ისედაც მეგობრული, თანამშრომლობითი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული, თუმცა ღონისძიებები მეტად აახლოებს ბავშვებს. ვატარებთ საშემოდგომო ღონიძიებებს, ვმონაწილეობთ ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, გვაქვს წარმატებული პროექტები, დირექცია და პედაგოგები კი ველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ბავშვები მოლოდინი გავამართლოთ“.

შორენა ქურასბედიანი, ლაშა ქურასბედიანის სახელობის ლენტეხის  მუნიციპალიტეტის, ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„წარმოუდგენელია სკოლა სასკოლო აქტივობების გარეშე, მით უმეტეს, როდესაც მცირეკონტინგენტიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ვსაუბრობთ, რომელიც მთაში მდებარეობს - ჩვენთან არაფორმალურ განათლებას, ღონისძიებებს, სხვადასხვა სახის აქტივობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

მოხარული ვარ, რომ თითოეული მასწავლებელი ცდილობს, მაქსიმალურად ჩართოს ყოველი მოსწავლე არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ ყველა ღონისძიებაში. მე კი, როგორც ხელმძღვანელს, ორმაგად მეამაყება, რადგან ამ ყველაფერში მშობლები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ - ისინი აქტიურად მონაწილეობენ შვილების სასკოლო ცხოვრებაში, ერთვებიან ჩვენს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში და ასეთი მიდგომები საბოლოოდ მხოლოდ დადებითად აისახება ჩვენი მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებზე.

აქვე შეუძლებელია, არ აღვნიშნო, „ეტალონის“ როლი, რომლის ინტელექტ-ჩემპიონატმა არაერთ მოსწავლეს გაუკვალა გზა წარმატებისკენ, დადებითი ძვრები მოახდინა ჩვენი ბავშვების სასკოლო ცხოვრებაზე, მათ მიღწევებზე და შესძინა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აუცილებლად გამოადგება“.

ტარიელ ჯიჯიეშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სასკოლო ღონისძიებები უწყობს ხელს სასწავლო გარემოს გააქტიურებას. მიხარია, რომ ჩვენი ბავშვები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში, წარმოაჩენენ შემოქმედებით უნარებს, იფართოებენ ვალსაწიერს... მიმაჩნია, რომ სასკოლო ღონისძიებები ქმნის პოზიტიურ სასწავლო გარემოს“.

ნათელა კიკაბიძე, აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ახლაც ვემზადებით საშემოდგომო ღონისძიებისთვის... გვინდა, მოვაწყოთ გამოფენა, სადაც ჩვენი მოსწავლეები საკუთრ ნამუშევრებს წარმოადგენენ - ყოველთვის ვცდილობთ, შევქმნათ პოზიტიური, მეგობრული, თანამშრომლობითი გარემო, რაშიც ძალიან გვეხმარება სასკოლო ღონისძიებები. როცა ბავშვი ჩართულია აქტივობებში, ის მეტად ტოლერანტული და მეგობრულია“.

ვახტანგ გოგოხია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„სასკოლო ღონისძიებები ქმნის სკოლაში პოზიტიურ და მეგობრულ გარემოს, ასევე სასკოლო აქტივობები არაფორმალური განათლების მიმართულებით რომელიც ინტეგრირებულია სასკოლო საგაკვეთილო პროცესში... ამ ყველაფრის გარეშე წარმატებული სასწავლო პროცესი წარმოუდგენელია. როგორც სკოლის ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ სკოლამ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები უნდა აღუზარდოს, რაშიც გვემხარება მსგავსი აქტივობები. ღონისძიებებში ჩრთულობით ჩვენი ბავშვები უკეთ სწავლობენ მეგობრობას“.


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული იმაზე, მათმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე“...

შემოდგომის დღესასწაულები სასკოლო გარემოს ჯადოსნურ ელფერს სძენს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით იქცევიან ხოლმე ამ დღე-სასწაულების შემოქმედებად

აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საინტერესო იქნება ამ საკითხის შესაწვლა“

თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შესაძლებელია საზღვარგარეთ დახურონ ან შევქმნათ სპეციალიზირებული სკოლები... - ირაკლი კობახიძე დამატებით განმარტებებს აკეთებს

„10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არც ერთი ქვეყნის მიერ“ - ასეა განმარტებული 12-წლიანი სწავლების აუცილებლობა სამინისტროს ვებგვერდზე

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

შემოდგომის დღესასწაულები სასკოლო გარემოს ჯადოსნურ ელფერს სძენს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით იქცევიან ხოლმე ამ დღე-სასწაულების შემოქმედებად

საინტერესო

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება