სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული იმაზე, მათმა შვილებმა სწავლა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე“...
17-10-2025
-
+


11 წლიანი სასკოლო განათლების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. გარდა ამისა, თავად განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა განმარტებული, რატომაა აუცილებელია 12 წლიანი სასწავლო პროცესი, სადაც პირველ ყოვლისა წერია, რომ 11-წლიანი სკოლის ატესტატს ევროპის უნივერსიტეტები არ იღებენ.

„11-წლიანი სკოლის ატესტატს ევროპის არც ერთი ქვეყნა არ მიიღებს“ - ასეა განმარტებული 12-წლიანი სწავლების აუცილებლობა სამინისტროს ვებგვერდზე

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ კი, სატელევიზიო ინტერვიუს დროს განმარტა, რომ ვისაც სწავლა უნდა უცხოეთში, მან დამატებით ერთი წელი უნდა ისწავლოს უცხოურ სკოლაში ან კოლეჯში:

„ბოლონიის პროცესში არსად წერია, რომ სწავლა 12-წლიანი უნდა იყოს. 11-წლიანი სასწავლო პროცესი მოიცავს იმ ეტაპს, რასაც სასკოლო განათლება ჰქვია, და აძლევს ცოდნას, რაც სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა ჰქონდეს ბავშვს. ევროპული უნივერსიტეტები ითხოვენ, რომ 12 წლის სწავლების ატესტატი უნდა წარადგინოს ახალგაზრდამ. თუ გავითვალისწინებთ, რა რაოდენობაზეა საუბარი, გამოჩნდება, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ არის ორიენტირებული იმაზე,  სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო დონეზე; ამ ეტაპზე იკვეთება, რომ უფრო მოთხოვნადი არის სამაგისტრო საფეხური, რომელიც ბაკალავრიატის შემდეგაა. შესაბამისად, იმ ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ,  სწავლა გააგრძელონ ევროპის უნივერსიტეტში, 11 წლის დასრულების შემდეგ ერთი წელი უნდა ისწავლონ უცხოეთში რომელიმე სკოლაში ან კოლეჯში“.

თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შესაძლებელია საზღვარგარეთ დახურონ ან შევქმნათ სპეციალიზირებული სკოლები... - ირაკლი კობახიძე განმარტებებს აკეთებს

„დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე“

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება