სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეებისადმი ჩემი დამოკიდებულება ცალკე თემაა, მე ისინი შვილებივით მიყვარს!“ - მალვინა ოსეფაიშვილი, ჩაისუბნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
02-10-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადაროჯზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, განივითარონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

„მიყვარხართ, ახალგაზრდებო. თქვენ ჩვენი დიდი იმედი ხართ!“ - ასეთი ემოციური მიმართვით იწყებს etaloni.ge-სთან საუბარს ჩაისუბნის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი მალვინა ოსეფაიშვილი, რომელიც თითქმის ხუთი ათეული წელია ყველაზე დიად მიზანს - მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება.

„თავიდან ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგად დავიწყე მუშაობა, შემდგომ 7 წელი დირექტორის მოადგილე ვიყავი და ბოლო 20 წელია სკოლის ხელმძღვანელი ვარ...“, - აღნიშნავს, ქალბატონი მალვინა და გვიმხელს, რომ ამ პერიოდში თავადაც ბევრი რამ ისწავლა:

„ამდენწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყველა მოთხოვნას ფეხი უნდა ავუწყოთ, გვიყვარდეს სიახლეები და ვემხრობოდეთ მათ დანერგვას სასწავლო პროცესში. ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს. ამის დასტურია გასულ წელს, ჩვენი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის წარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც მან 10 ათასლარიანი გრანტი მოიპოვა, თუმცა მანამდე სკოლის მხდარაჭერა (მათ შორის ფინანსური) იყო საჭირო, რაზეც უკან არ დაგვიხევია - 6 ათასი ლარი გადავეცით; რომ არა ჩვენი  მხარდაჭერა და ხელშეწყობა, ეს ვერ მოხდებოდა; მეტსაც გეტყვით, ამავე მასწავლებელმა წელს 1000-ევროიანი გრანტი მოიპოვა, რაც ძალიან გვახარებს და გვეამაყება - გვაქვს საოცრად მოწყობილი ინგლისური ენის კაბინეტი, აღჭურვილი საუკეთესო ლიტერატურით... ყველა მოსწავლეს შეუძლია ისარგებლოს და განვითარდეს“.

ჩაისუბნის საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით, 74 მოსწავლე ირიცხება, აქედან 4 პირველკლასელია. როგორც მალვინა ოსეფაიშვილი ამბობს, ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით შეხვდნენ: გამართული საკლასო ოთახებით, სწორად გადანაწილებული სამუშაო საათებითა და შედგენილი სასწავლო გეგმით.

„ჩვენს მოსწავლეებს დიდი სიყვარულით დავხვდით, ზარ-ზეიმით... მისასალმებელ სიტყვაში კი ვუსურვე წინსვლა, სწავლა მეტი შემართებით და აკადემიური მოსწრების ამაღლება... ჩვენს საყვარელ პირველკლასელებს გადავეცით ნოუთბუქები, სახელმძღვანელოები და ადგილობრივი მმართველობის მიერ გადმოცემული საჩუქრები... უნდა გენახათ მათი ემოციები, როდესაც კლასის დამრიგებელი საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახში შეუძღვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა“, - დასძენს სკოლის ხელმძღვანელი და იმასაც გვიმხელს, რომ 17 პროფესიონალი მასწავლებელი ჰყავთ, ყოველი მათგანი სერტიფიცირებულია, ასევე ჰვყავთ მოწვეული სპორტის პედაგოგი: „ჩვენდა საამაყოდ, მინდა გითხრათ, რომ მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ჯანსაღი და განათლებული თაობა აღზარდონ. კლასში, სადაც მაქსიმუმ 12 და მინიმუმ 4 მოსწავლე ზის, სწავლებაც, შესაბამისად, მაღალ დონეზეა. თითეულ მოსწავლეზეა მორგებული სასწავლო პროცესი და სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს თითქმის არ სჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან მომზადება. ფაქტობრივად, არ არის წელი, არ გვყავდეს მედალოსანი. 2025 წელს 4-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. სამწუხაროდ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყვნენ და მშობლებმა ვერ შეძლეს, ქალაქში შეექმნათ პირობები, რათა უმაღლესებში გაეგრძელებინათ სწავლა, თუმცა განათლებული ბავშვები არიან და კოლეჯში ჩააბარეს, ეუფლებიან სპეციალობას და მჯერა, პროფესიონალები გახდებიან.

ასევე მეამაყება, რომ წელს მეთორმეტეკლასელებს შორის, მედლის 3 კანდიდატი გვყავს. ეს კი ჩვენი, პედაგოგების დიდი შრომის შედეგია“.

და მაინც, როგორი დირექტორი ჰყავს ჩაისუბნის საჯარო სკოლას? - ამ კითხვაზე, ქალბატონ მალვინას უხერხულად ეღიმება, უცებ მის თვალებში დიდი სიყვარული ისადგურებს და თითქმის ჩურჩულით, ამბობს: „მოსწავლეებისადმი ჩემი დამოკიდებულება ცალკე თემაა, მე ისინი შვილებივით მიყვარს!“

„არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ... ანდა როგორ შეიძლება, ამდენწლიანი გამოცდილების პედაგოგს ბავშვები არ გიყვარდეს და მათი დიდი გულშემატკივარი, მეგობარი არ იყო?!  ჩვენს სოფელს ისეთი ადგილმდებარეობა აქვს, რაიონულ ცენტრთან ახლოსაა და მშობლები ცდილობენ, ბავშვები იქ გადაიყვანონ, ჩვენ კი, ჩვენი შრომით, სიყვარულითა და სწავლების მაღალი დონით ვინარჩუნებთ მოსწავლეთა რაოდენობას, ეს თითეული პედაგოგის დიდი დამსახურებაა - მადლობა მათ ამისთვის“, - აღნიშნავს ქალბატონი მალვინა, რომელიც მომავალ თაობას, მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას უსურვებს: „მინდა, ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ განვითარების, ნიჭისა და უნარების გამოვლენის საშუალება. ვუსურვებ, ისწავლონ, იღვაწონ და მიაღწიონ დასახულ მიზნებს, რომლებიც მათ ცხოვრების დიდ და ლამაზ ასპარეზზე გაიყვანს“.


კომენტარები


ეტალონი

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

სიახლეები

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

დამსახურებული მასწავლებელი 1000-ლარიან ფინანსურ დახმარებას მიიღებს - მუნიციპალური ბიუჯეტი

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

პროექტის განხორციელებამდე მოსწავლეებმა გაისირნეს ბუნებში

სკოლაში საოცარი ფერთა გამა, სასიამოვნო სურნელი და საზეიმო განწყობა იგრძნობოდა დილიდანვე

გაკვეთილმა ხელი შეუწყო ფინანსური განათლების პოპულარიზაციას სკოლაში და განამტკიცა მოსწავლეთა სოციალური და ეკონომიკური კომპეტენციები

 

 

საინტერესო

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

სიახლეები
საზოგადოება