სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა არის დისკალკულია და როგორ უნდა დაეხმაროს პედაგოგი მოსწავლეს, რომელიც „რიცხვებთან ვერ მეგობრობს“
18-10-2025
-
+


„ბაზისური მათემატიკის ელემენტარული პრობლემების და დავალებების ამოხსნა ბავშვების უმეტეს ნაწილს მარტივად და ბუნებრივად გამოსდის. თუმცა, თუ პატარას განსაკუთრებულად უჭირს ნებისმიერი სახის გამოთვლა, ციფრების აღქმა თუ უბრალოდ დათვლა - მას შეიძლება დისკალკულაცია აღმოაჩნდეს.

დისკალკულაცია დასწავლის სპეციფიკური აშლილობაა, მიზეზს ტვინის ნორმალურისგან ოდნავ განსხვავებული ფუნქციონირება წარმოადგენს და ეს მდგომარეობა საჭიროებს სათანადო ყურადღებას, რათა ბავშვი ავარიდოთ ზედმეტ შფოთვასა და ნერვიულობას. დისკალკულიის მქონე ბავშვებს ხშირად ინკლუზიური ჯგუფების მეშვეობით ეხმარებიან, რასაც საკმაოდ კარგი შედეგი გამოაქვს, თუმცა ასევე დიდი როლი ფსიქოთერაპიას ენიჭება, რადგან ასეთი ბავშვების მენტალობა განსაკუთრებით ლაბილური და მოსაფრთხილებელია“, - ასე განმარტავენ სპეციალისტები დისკალკულიას.

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომლებიც პედაგოგებს მსგავსი დარღვევის აღმოჩენაში დაეხმარება:

ბავშვებს: 

უჭირთ როგორც თვლა, ასევე უკუთვლა;

თვლის დროს ხშირად იყენებენ თითებს, ობიექტებს ან საგნებს აღსაქმელად;

უჭირთ ციფრების თანმიმდევრობით დალაგება;

მათთვის დამაბნეველია წილადები და ათწილადები;

უჭირთ ცხრილებზე მუშაობა;

შესაძლოა, მოქმედება შეასრულოს ზეპირად, თუმცა გაუჭირდეს ჩაწერა.

ქართული გზამკვლევის – „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობა“ – ავტორები მათემატიკური უნარების ათვისების პროცესის მხარდამჭერ რამდენიმე ზოგად პრინციპს გვთავაზობენ

„დაუკავშირეთ მათემატიკური ამოცანები ბავშვისათვის ნაცნობ რეალურ კონტექსტს, მაგალითად, რაოდენობის სწავლის პროცესში დათვალეთ მისი სათამაშოები, ნივთები ან კანფეტები;

ბავშვს ახალი მიზანი დაუსახეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის წინარე მასალას თუ ინფორმაციას სრულყოფილად აითვისებს.

დაუნაწევრეთ შესასრულებელი დავალება ან აქტივობა, მიაწოდეთ მოკლე და კონკრეტული ინსტრუქციები;

გამოიყენეთ ვიზუალური მასალა სწავლების პროცესში. მაგალითად, რაოდენობისა და ციფრის შესაბამისობისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ რამდენიმე განსხვავებული აქტივობა.

ბავშვების უმრავლესობა თვლას სკოლამდელ ასაკში სწავლობს და მცირე რაოდენობებსაც განსაზღვრავს, მაგრამ მოსწავლეთა შორის შეიძლება იყვნენ ისინიც, ვისაც ჯერ არც თვლა და არც რაოდენობის განსაზღვრა არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია სპეციფიკური აქტივობებით გავუმარტივოთ მათ ამ უნარების ათვისება ისე, რომ ეს აქტივობები მომაბეზრებელი არ იყოს დანარჩენი კლასისთვის. 

ასწავლეთ მათ სიმღერები, სადაც დათვლაა ან თავად შეუსაბამეთ 10- ამდე თვლა რომელიმე მელოდიას და იმღერეთ ბავშვებთან ერთად. თითოეული ერთეულის დასახელებისას თითებით/ჟესტებით აჩვენეთ შესაბამისი რაოდენობა; 

წაიკითხეთ მოთხრობებისა თუ ზღაპრების კითხვისას ხაზი გაუსვით რაოდენობრივ მაჩვენებლებს (მაგ., „3 გოჭი“ – გოჭების რაოდენობა ან „კომბლე“ – შეგიძლიათ რამდენჯერმე გადაათვლევინოთ ცხვრები, რომ დარწმუნდეს ყველა ცხვარი ადგილზეა);

დაწერეთ ციფრები სათამაშო მოედანზე და ათამაშეთ ბავშვები – „ახტი და დაითვალე“ ან „კლასობანა“.

 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

4 საგნის მასწავლებლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ - NAEC გამოცდებზე

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება