მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თბილისის N22 საჯარო სკოლის შენობაში გაჩენილი ნაპრალები; ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ იატაკსა და კედლებს შორის დარღვეულია ერთიანობა, ჭერიდან კი საკლასო ოთხში იყრებოდა ნამსხვრევები მაშინ, როდესაც საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა:
(სტილი დაცულია) „ეს არის დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე არსებული 22-ე საჯარო სკოლა. მეოთხე სართულზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ თურმე კედლებს და პოლს შორის დარღვეულია ერთიანობა, უდიდესი ნაპრალებია, ჩამოიწია მესამე სართულზე პოლმა და ჭერიდან საკლასო ოთახებში იყრებოდა ნამსხვრევები გაკვეთილების მსვლელობის დროს. საუცბათოდ მერხები დერეფანში გამოიტანეს და აგრძელებენ სასწავლო პროცესს დერეფანში. ეს ერთი კვირაა თურმე ეს მდგომარეობაა. ეს სკოლა არის უკვე ავარიული, 1945 წელს აშენებული. ამორტიზირებულია, გვეშინია ბავშვების გაშვება სკოლაში, სკოლა არ წყვეტს სასწავლო პროცესს. მოვითხოვეთ ექსპერტიზის დასკვნა, რაც ალბათ დიდი ალბათობით გაჭიანურდება. დაგვეხმარეთ, რომ მივაწვდინოთ ხმა დროულად შესაბამის უწყებებს. ჩვენი შვილების უსაფრთხოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, - აღნიშნული ტექსტი, რომლის სტილიც დაცულია, ახლავს გავრცელებულ ვიდეოს.
etaloni.ge დეტალების დასაზუსტებლად და ვითარებაში უკეთ გასარკვევად, თბილისის N22 საჯარო სკოლის ხელმძღვანელს, რუსუდან ზედაშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ რადგან სკოლის შენობა ძველია, იგეგმებოდა მისი რეაბილიტაცია ზაფხულში; თუმცა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ლიკვიდაციამ ეს პროცესი შეაფერხა. მოგვიანებით, სკოლების ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება ადგილობრივ ხელისუფელბას დაევალა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაც.
- ჩვენს სკოლაში მეოთხე სართულზე ძალიან დაზიანებული იყო იატაკები, საქმის კურსში ჩავაყენეთ განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამსახური და გადაწყდა, რომ ზაფხულში შეაკეთებდნენ, მაგრამ რადგან ეს სამსახური გაუქმდა, მისი ფუნქციები გადაეცა ადგილობრივ თვითმართველობას... ამის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი, გავიარეთ ყველა პროცედურა და სექტემბრის შუა რიცხვეში დაიწყო სამუშოები. მეოთხე სართულიდან ყველა კლასი გამოვიყვანეთ, გადავანაწილეთ სხვადასხვა ოთხში, სამუშაოები გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ორი საათიდან ტარდებოდა, რათა ბავშვები ხმაურს არ შეეწუხებინა. ერთ საკლაშო ოთხში, როგორც კი დაიწყეს ბეტონის დასხმა, მშენებლებმა შეამჩნიეს, რომ იატაკმა ოდნავ დაიწია. მაშინვე შეწყვიტეს მუშაობა, ბეტონი აიღეს... ამ საკლასო ოთხის ქვედა სართულზე სამი კლასი ფუნქცინორებს, სამივე მაშინვე გამოვიყვანეთ და მას შემდეგ დახურულია.
საქმის კურსშია სამინისტრო, რესურსცენტრი, მანდატურის სამსახური, გამგეობა... დღესაც სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ და თქვეს, რომ სკოლას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მათივე შუამდგომლობით სამხარაულის ექსპერტიზა შენობას დაჩაქარებული წესით ჩაუტარდება. დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, როგორ ვიმოქმედებთ, მანამდე კი მე-4 სართულზე გადაადგილება აკრძალულია.
- ქალბატონო რუსუდან, ვიდეო ვინ გადაიღო?
- მშობლებმა... საერთო კრება გვქონდა. გავაცანი მდგომარეობა, ავუხსენი ყველაფერი... საჯარო სამართლის იურიდიული პირია სკოლა და მინდა, ყველა ინფორმაცია მოისმინონ დირექცისგან. მე კი ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებ პასუხს. სკოლის შენობა 80 წლისაა, თუმცა გვითხრეს, რომ საფრთხე ბავშვებს არ ემუქრებათ. უბრალოდ, რამდენიმე მშობლის, ასე ვიტყოდი, წინდაუხედავმა ნაბიჯმა გამოიწვია აჟიოტაჟი.
- კი, მაგრამ, ვიდეოში ჩანს ნაპრალები იატაკსა და კედლებს შორის
- როდესაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იატაკი აყრილია და ყველა კარი ჩამოყრილია, სხვანაირი შესახედავი როგორ იქნება? დაახლოებით 5 წლის წინ იგეგმებოდა ჩვენი სკოლის რეაბილიტაცია მოსფლიო ბანკის მიერ; მაშინ ესპანელებმა ყოველი კუთხე-კუნჭული შეისწავლეს და სრული პროექტი შეადგინეს. ავარიული რომ ყოფილიყო, აუცილებლად იტყოდნენ.
ამიტომ მიმაჩნია, უსაფუძვლოა ეს ჟიოტაჟი; უბრალოდ, ჩვენი სკოლის დიდ ნაწილში ფუნქციონირებს მე-10 საჯარო სკოლა და ეს ქმნის პრობლემას მშობლებისთვის - ხელმოწერებს აგროვებენ - გაიყვანეთ მე-10 სკოლაო. გადავლენ ისინი მალე, როგორ შეიძლება ამაზე აპელირება? იმ ბავშვებს არ აქვთ უფლება, მიიღონ სრულფასოვანი განათლება? როგორ შეიძლება ბავშვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება წაართვა?!
იხილეთ სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეო:
მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა
ინგრევა თუ არა თბილისის N22 საჯარო სკოლა - მშობლები საფრთხეზე საუბრობენ - გთავაზობთ დირექტორის განმარტებებს
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
„გემოსა და ცოდნის სიმთვრალე - ყურძნის ჯიშების საიდუმლოება VI ა კლასში“
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“