სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა - ქვეყანა, სადაც პედაგოგის ღვაწლი ყველაზე მეტად დაფასებულია
05-10-2025
-
+


5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება და ეს ტრადიცია სათავეს 1994 წლიდან იღებს. იდეა კი რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის და დამფუძნებლების განმარტებით, ამ დღის დაწესება მიზნად მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.

თუმცა არის ქვეყნები, სადაც მსგავსი ტრადიცია არ დამკვიდრებულა - იაპონიაში, საერთოდ არ არსებობს მასწავლებლის დღე, სამაგიეროდ, თამამად ვიტყვით, რომ იქ პედაგოგი და მისი ღვაწლი ფასდაუდებელია.

ერთ-ერთი პედაგოგი თავის ჩანაწერებში საუბრობს, რომ იაპონიაში მასწავლებლის პროფესიული დღე არ არსებობს. სხვათა შორის, როდესაც ეს ამბავი შეიტყო, ძალიან გაუკვირდა, რატომ არ აფასებენ იქ ადამიანებს, რომელთაც მომავალი თაობების აღზრდა ევალებათ?

თუმცა, რეალობა რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა, რადგან მეტროში მოხუცმა ადგილი დაუთმო - პედაგოგის სამკერდე ნიშნის გამო; მოგვიანებით კი შეიტყო, რომ მასწავლებლებისთვის ცალკე მაღაზიებია, სადაც ისინი დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ საჭირო ნივთებს.

იაპონიაში ასევე არის მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სოციალური შეღავათები და ისინი არასოდეს დგანან რიგში.

იქ მასწავლებლობა ყველაზე პატივსაცემი პროფესიაა, ადგილობრივი მეწარმეებისთვის საამაყო და პრესტიჟულია, როდესაც მაღაზიაში მასწავლებელი შედის, მეტროში კი მათთვის ცალკე ადგილებია გამოყოფილი...

ჰოდა, რაში სჭირდებათ იაპონელ მასწავლებლებს ცალკე აღებული დღესასწაული, როდესაც თითოეული მოქალაქე ხელისგულზე ატარებს?

etaloni.ge ყველა პედაგოგს ულოცავს პროფესიულ დღეს.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება