სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პედაგოგმა უნდა იმეგობროს მოსწავლეებთან...“ - ელგა თეთვაძე, პტენის საჯარო სკოლის დირექტორი
29-08-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, პტენის საჯარო სკოლაში მალე პირველი ზარი დაირეკება. პირველკლასელები პირველად შეაღებენ ცოდნის ტაძარს, დანარჩენი მოსწავლეები კი არდადეგების შემდეგ, მეტი ენთუზიაზმით შეუდგებიან სწავლას. ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულია სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. როგორ ხვდება პტენის სკოლა უსაყვარლეს მოსწავლეებს - etaloni.ge-ს დირექტორი, ელგა თეთვაძე ესაუბრება.

„სასწავლო წლის დასაწყისისთვის ახალი შემართებით, ახალი იმედებით ვემზადებით. ვცდილობთ, ბავშვებს დავახვედროთ უსაფრთხო, მათ ინტერესებზე მორგებული და მრავალფეროვანი გარემო“, - გვიამბობს ქალბატონი ელგა და დასძენს, რომ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში მისთვის უმნიშვნელოვანესია, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციის ამაღლება.

რაც შეეხება პირველკლასელებს, პტენის სკოლა მათ საგანგებოდ მორთულ საკლასო ოთახებს დაახვედრებს, სადაც ყველა მოსწავლე მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.

და მაინც, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში? - სკოლის ღირსეულ ხელმძღვანელს ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი აქვს: „ვცდილობ შევქმნა ისეთი გარემო, რათა მოსწავლეებს დაამახსოვრდეთ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი დღე“.

ელგა თეთვაძე არც ახალბედა პედაგოგებისთვის იშურებს რჩევებს. აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, ითანამშრომლოს მშობლებთან და იმეგობროს მოსწავლეებთან... „ზოგადად კი პედაგოგი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური, ახალი იდეებითა და ახალი შემართებით. ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას; ვიცით გუნდური მუშაობა და პრობლემების  ერთად გადაჭრა. მე კი, როგორც ხელმძღვანელი, ვუქმნი პედაგოგებს ისეთ პირობებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთრი შესაძლებლობები“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება