| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეტალონის“ საგნობრივი საგაზაფხულო ოლიმპიადა წარმატებით მიმდინარეობს - დღეს, 2 ივნისს გააქტიურდა ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ტესტი და მასში მონაწილეობა მოსწავლეებს 2-3 ივნისს შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს - ეწვიეთ ბმულს - https://izrune.ge/etaloni/index.php?a=login&konkurs=228 ასე რომ, კიდევ გაქვთ შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ საკუთარი ცოდნა, ერუდიცია და რაც მთავარია ლოგიკური უნარები, რომლებიც როგორც სკოლაში, ისე ცხოვრების ყველა ეტაპზე დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.
ოლიმპიადებში მონაწილეობა შეუძლიათ II-XI კლასების მოსწავლეებს.
რაც შეეხება განრიგს:
2-3 ივნისის ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების დღეებია
9-10 ივნისს მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდება
ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიპიადა უკვე დასრულდა, ის 27-28 მაისს ჩატარდა.
ათასობით მოსწავლე მონაწილეობს „ეტალონის“ ოლიმპიადებში და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ კარგად იციან, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან წარმატებულ სახელმწიფოს, „ეტალონი“ კი ურყევად ემსახურება ამ დიდ მიზანს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა