სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს
22-10-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ზარ-ზეიმით შეაბიჯეს.

პედაგოგმა პატარების სასწავლო შემართებაზე ​იზრუნა და პატარებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. მოსწავლეებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ. პირველკლასელები პირველ ასო-ბგერებს გაეცნენ, წინასაანბანო პერიოდში დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და სახალისო, სასწავლო-შემეცნებითი აქტივობებიც ენთუზიაზმით შესრულეს.   

„ბავშვებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს. ფართოდ გაშალა ფოთლები ლურჯთვალა იამ, თავიანთ რიგს ელოდებიან ბანები, განები, დონები, მანები. მალე 33 მარგალიტი თანდათან აისხმება მძივებად და ჩვენს პატარებს ცოდნის სამყაროში შეუძღვება. 

ყველა პირველკლასელს ვულოცავთ ანბანის შემობრძანებას და ვუსურვებთ საუკეთესო მოსწავლეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება