მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების რეფორმის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ „ფიქრობენ, სკოლებში სწავლა 11-წლიანი გახდეს“, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ინფორმაცია განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემაც დაადასტურა - „დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე“. ისიც უნდა ითქვას, რომ ამის შესახებ წლებია საუბარი მიდის: ETALONI.GE წერდა, რომ 11 წლიანი სწავლების დაბრუნება იგეგმებოდა სკოლებში
მე-12 კლასი უქმდება? - განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს
თუმცა მაშინ ამ ინფორმაციის გაჟღერებამ სამინისტროში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია; ახლა კი პრემიერი და განათლების მინისტრი ადასტურებენ - სწავლა სკოლებში შესაძლოა 11 წლიანი გახდეს.
რატომ გახდა საჭირო თავის დროზე 12-წლიანი სასკოლო პერიოდის შემოღება? - ამის შესახებ თავად განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა განმარტებული, სადაც ვკითხულობთ, რომ: „10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ“.
და თუ 1 წელი მოაკლდებათ მოსწავლეებს, გამოდის მათ ატესტატს ევროპის არც ერთი ქვეყანა აღარ მიიღებს!
„რატომ გახდა საჭირო კიდევ ერთი წლის დამატება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში? რატომ არის აუცილებელი მე-12 კლასი?
ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის (ლისაბონი, 1997. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს) IV განყოფილება შეეხება უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციების ცნობას, რომლის თანახმადაც ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის შესაბამის კვალიფიკაციას თუ არ დასტურდება საფუძვლიანი განსხვავება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება. ევროპაში უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობაა 12-წლიანი საშუალო სკოლის დამამთავრებელი დოკუმენტი. ამდენად, როგორც წესი, 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა მოითხოვს უმაღლეს განათლებაში დაშვებისათვის შესაბამისი ხანგრძლივობის სწავლას.
რამდენიმე მაგალითი:
გერმანიაში სასკოლო სისტემა არის სავალდებულო 18 წლის ასაკის ჩათვლით. სასკოლო სისტემა მრავალფეროვანია, შედგება სხავდასხვა ტიპის სკოლებისაგან, თუმცა უმაღლესი განათლების მისაღებად სავალდებულოა 12-წლიანი ზოგადი განათლების მიღება გიმნაზიაში (ზოგიერთ მიწაზე გიმნაზია 13 წლიანია).
ირლანდია – უნივერსიტეტში სწავლისათვის საჭიროა ე. წ. „Leaving“ სერტიფიკატი, რომლის მიღებაც შესაძლებელია მხოლოდ 17-18 წლის ასაკში 12-წლიანი სწავლის შემდეგ ჩაბარებული გამოცდების შედეგად.
პორტუგალია – უნივერსიტეტში დაშვება ხორციელდება მხოლოდ 12-წლიანი საშუალო განათლების მიღების შემდეგ.
2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომელმაც დაადგინა 12-წლიანი განათლება და ამ სისტემაზე გადასვლის ვადებიც განისაზღვრა. 2008-09 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ 12-წლიან სწავლებაზე. მე-12 კლასის შემოღებით საქართველოს სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი უფრო ხარისხიანი, ევროპულ სივრცეში მეტად ინტეგრირებული, ეკონომიკის ზრდაზე, ეროვნული მთლიანობის განმტკიცებაზე ორიენტირებული განათლების სისტემისკენ. საქართველოს სკოლადამთავრებულს უნდა შეეძლოს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს. საქართველოს სკოლადამთავრებულების სულ უფრო მეტი ნაწილი აგრძელებს განათლებას ევროპის უმაღლესებში. იმის გამო, რომ ევროპული უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 12-წლიან განათლებას ითხოვს, ქართველ ახალგაზრდებს პრობლემები ექმნებოდათ. მაგ. გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად უმაღლესში, მინიმუმ, ერთი წლის სწავლა იყო სკოლის შემდეგ სავალდებულო. საქართველოში თორმეტწლიანი სწავლების შემოღებით ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარებულია და ჩვენს სკოლადამთავრებულებს ეს ხელოვნური ბარიერი აღარ ხვდებათ საკუთარი აკადემიური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.
„დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე
„სკოლების ნაწილში უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე“ - კობახიძე
მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა
„10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არც ერთი ქვეყნის მიერ“ - ასეა განმარტებული 12-წლიანი სწავლების აუცილებლობა სამინისტროს ვებგვერდზე
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“