სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დირექტორსა და პედაგოგებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს
22-10-2025
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივცემულია. 

რა თქმა უნდა, სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა მასწავლებლის საერთაშორისო დღე. 

ღონისძიების ინიციატორები სკოლის მოსწავლეები იყვნენ. თავად დაგეგმეს და მოაწყვეს საოცრად თბილი და ლამაზი საღამო, დაპატიჟებული ყავდათ მშობლებიც.

ზეიმი სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართა. მოსწავლეები სიტყვით გამოვიდნენ და სითბო, სიყვარული და მადლიერება გამოხატეს პედაგოგების მიმართ, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ახალგაზრდა თაობის აღზრდა- განათლებას. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განსაკუთრებული სითბო და სიყვარული იგრძნობოდა ბავშვების თითოეულ სიტყვაში. ბავშვებმა საყვარელ მასწავლებლებს დიდი სიხარული და დაუვიწყარი მოგონებები აჩუქეს. 

სკოლის დირექტორ მაია ამიროვას კი ბავშვებმა სიურპრიზი მოუწყვეს და სამახსოვრო საჩუქარი მოუმზადეს. ბავშვებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს სხვა პედაგოგებსაც.

დირექტორ მაია ამიროვამ მოსწავლეებს მიმართა და მადლობა გადაუხადა იმ სიყვარულისა და პატივისცემისთვის, რასაც ბავშვებისგან ყოველთვის გრძნობს. 

„გული გამითბეთ და ბედნიერ ადამიანად მაქციეთ ჩემო პატარა მეგობრებო, თქვენ ჩვენი ქვეყნის დიდი იმედი და მომავალი ხართ, თქვენ შემოგყურებთ ქვეყანა, დარწმუნებული ვარ ღირსეული ადამიანები იქნებით, ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია, რადგან რისთვისაც ვარსებობთ დაფასებულია ჩვენი ღვაწლი. გამოდის, რომ ტყუილად არ გვიშრომია, მადლობა თქვენ სიყვარულისთვის და დაფასებისთვის. ეს დღე ყოველთვის ემახსოვრება თითოეულ პედაგოგს, ჩვენი სიხარული თქვენი დამსახურებაა“,- აღნიშნა დირექტრორმა. 

მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება