სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

პედაგოგებს ხელოვნული ინტელექტი შეამოწმებს - ახალ პრაქტიკას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ნერგავენ
12-10-2025
-
+


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ათასობით მასწავლებელი შემოწმებას გაივლის, რათა გამოვლინდეს საგანმანათლებლო მიდგომებში არსებული ხარვეზები და დადგინდეს, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მოსწავლეთა თეორიული და პრაქტიკული უნარები. აღსანიშნავია, რომ პედაგოგები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეფასდებიან. 

„ჩვენი მიზანია პედაგოგების გაძლიერება და არა მათი ჩანაცვლება, რათა მათ შეძლონ ბავშვებში კოგნიტური, ეთიკური და პრაქტიკული უნარების განვითარება“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრმა, სარა ალ ამირიმ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში. მომავალი წლიდან კი ქვეყნის ხელისუფლება ყველა საჯარო სკოლაში აპირებს ხელოვნური ინტელექტის, როგორც საგნის შეტანას, რათა მომავალი თაობა მომავლისთვის მოამზადოს.

„მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ადამიანური ურთიერთობა შეუცვლელი რჩება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც კი. დღეს წარმატებული მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს იფიქრონ სიღრმისეულად, შეიძინონ თავდაჯერებულობა, განივითარონ პასუხისმგებლობისა და იცოდნენ ზღვარი ტექნოლოგიების გამოყენებაში“, - აღნიშნა ქვეყნის განათლების მინისტრმა. 

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ პასუხებს ხშირად დაეყრდნობიან, ამან კი შეიძლება შეასუსტოს მათი კრიტიკული და დამოუკიდებლად აზროვნების უნარები და მოუხმო კვლევებს, რომლებიც უკვე მიუთითებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კოგნიტურ განვითარებაზე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა მსჯელობა და პრობლემების გადაჭრა.

„ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა საკმარისი არ არის - უნდა ვასწავლოთ ადამიანებს იმის გაგება, თუ როდის და რატომ გამოიყენონ ისინი და როდის არა“,- დასძინა სარა ალ ამირიმ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება