სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ქინდერ-სიურპრიზად“ ქცეული სკოლები - რატომ ხდება სარემონტო შენობები დასანგრევი?!
15-10-2025
-
+


2026  წლის  ბიუჯეტის  პროექტით,  500  მილიონი  ლარი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება... 500 მილიონი საკმაოდ სოლიდური თანხაა და წესით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მიმართულებით ასეთივე „სოლიდური“ პრობლემები უნდა მოაგვაროს, მაგრამ როდის?!

ბიუჯეტი ჯერ არ დამტკიცებულა, 2026 წლამდე არაფერი შეიცვლება და თუ გავითვალისწინებთ იმ სავალალო გამოცდილებას, რაც სკოლებისა თუ ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერებს ახლავს, კანონში გაწერილი მსგავსი პუნქტები ნდობის საკითხში, ცოტა არ იყოს,  „მოიკოჭლებს“.

არაფერს ვამბობთ შემთხვევებზე, როდესაც გაკვეთილების მიმდინარეობისას, ზოგ სკოლაში მოსწავლეებს ბათქაში აცვივათ თავზე, კედლები კი ისეა დაბზარული, კაცმა არ იცის, როდის რა უბედურება შეიძლება დატრიალდეს.

და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დამატებით უხერხულობას ქმნის: წლობით რეაბილიტაციის მომლოდინე საჯარო სკოლები, უცებ აღმოჩნდება, რომ დასანგრევია!

ასე მოხდა თბილისის N116 საჯარო სკოლის შემთხვევაში, როდესაც სასწავლო პროცესი, სწავლის დაწყებიდან 2 დღეში, უეცრად შეწყდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე - „შენობა უსაფრთხო არ არის!“ - 15 სექტემბერს, ასობით ბავშვი სკოლაში რომ დაბრუნდა, შენობა უსაფრთხო იყო? რატომ არ გაიგზავნა დასკვნა დროულად? 

„N116 სკოლის შენობა უსაფრთხო არ არის“ - 15 სექტემბერს დაწყებული სწავლა 17-ში შეწყდა - სკოლის დირექტორის განმარტებები

ამის შემდეგ ცნობილი ხდება რომ დაიჭირეს შპს „ლაგის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ტენდერი მოიგეს და 30-მდე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინათ, თუმცა ფული უბრალოდ „შეიჭამა“.

ვინ „შეჭამა“ ბაღების და სკოლების ასაშენებელი ფული - დაკავებულია ორი პირი

ბუნდოვანებაა ახალციხის N2 საჯარო სკოლის შენობასთან დაკავშირებითაც - ჯერ ვერ გაერკვნენ, ანგრევენ თუ არემონტებენ. ახლახან კი ცნობილი ხდება, რომ გაზაფხულზე დამწვარი სურამის N4 საჯარო სკოლა, რომელსაც მაშინდელი შეფასებით, მხოლოდ სახურავი დაუზიანდა, დასანგრევი ყოფილა.

ანგრევენ თუ არემონტებენ ახალციხის N2 სკოლას - როცა მინისტრი ლაპარაკობს, რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სკოლის დირექტორი დუმან

ჰოდა ის უფრო საინტერესოა, რამდენად გასწვდება დაპირებული 500 მილიონი დასანგრევად და ასაშენებლად ქინდერ-სიურპრიზად ქცეულ სკოლებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ სარემონტო გვეგონა.

ამასობაში, წლები გადის, დანგრეული თუ გასარემონტებელი სკოლები უკვე აღარავის გვიკვირს, არც ის გვიკვირს, 21-ე საუკუნეში 500-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება შეშის ე.წ. ბრეკეტებით რომ თბება, საპირფარეშო ეზოს ბოლოშია და ზამთარში მოსწავლეებს კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ!  

ფაქტი ერთია - ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებენ! ზოგი გარბის, ზოგს აგდებენ, შემდეგ ხელახლა ცხადდება ტენდერი და სამუშაოები წლობით იწელება. ვიღაცების უპასუხისმგებლობას კი მოსწავლეების ინტერესი ეწირება!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება