სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

როგორ იქცა სასკოლო ფორმა პრესტიჟული სკოლების აუცილებელ ატრიბუტად 
07-10-2025
-
+


ენციკლოპედია ბრიტანიკას თანახმად, მოსწავლეთა სტანდარტიზებული ტანსაცმელი, პირველად 1222 წელს მოიხსენიება: როდესაც კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა „cappa clausa“-ის ერთგვარი მანტიის მსგავსი მოსასხამის ტარების ბრძანება გასცა. ინგლისშივე გაჩნდა სასკოლო ფორმაც, მაგრამ მხოლოდ XVI საუკუნეში: მას Christ’s Hospital boarding school-ის მოსწავლეები ატარებდნენ, რომელიც უსახლკარო ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. მათ ლურჯი პალტოები და ყვითელი წინდები ეცვათ. დღეს კი უკვე არა ობლები, არამედ ამ პრესტიჟული, მაღალკონკურენტუნარიანი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები ატარებენ ამავე ფორმას, რომელიც პრაქტიკულად უცვლელი დარჩა ტიუდორების დროიდან. გასაგებიცაა, გრძელი პალტო, ტყავის ქამრით, ყვითელ წინდებთან და გალიფე შარვალთან ან ნაკეცებიან ქვედაბოლოსთან ერთად, ძალიან ელეგანტურად გამოიყურება.

ადრე, ინგლისურ სკოლებში ფორმა „გამთანაბრებლის“ ფუნქციას ასრულებდა, მოსწავლეებს ამა თუ იმ სკოლისადმი კუთვნილების პრინციპით აერთიანებდა და წყვეტდა საკმაოდ პრაგმატულ საკითხს - რა ჩაეცვათ ბავშვებს?

მოგვიანებით კი ფორმა იქცა პრივილეგირებულობის მანიშლებლად. ის ლამაზია, მაგრამ ამასთან პრაქტიკულობით არ გამოირჩევა. მაგალითად, უძველესი სკოლის - Harrow-ის მოსწავლეები ატარებენ ელეგანტურ ჩალისფერ ქუდებს, მუქ ლურჯ პიჯაკებსა და ღია ნაცრისფერ შარვლებს

სწორედ ასე გამოიყურებოდნენ ახალგაზრდა კურსდამთავრებულები - ჯორჯ ბაირონი, ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ გოლზუორთი, ვიქტორ და ჩარლზ როტშილდები, იორდანიის მეფე ჰუსეინი და უინსტონ ჩერჩილი.

ბრიტანული ტრადიცია მტკიცედ დამკვიდრდა მის ყოფილ კოლონიებში: ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, სინგაპურსა და ავსტრალიაში, ამ ქვეყნებში სასკოლო ფორმის ტარება კვლავ სავალდებულოდ ითვლება.

თუმცა, ზოგადად ევროპაში სასკოლო ფორმა ნაკლებად მისასალმებელი იყო და დღემდე გამონაკლისს წარმოადგენს. ყველაზე ხშირად დრეს-კოდი ელიტურ სასწავლო დაწესებულებებში მოქმედებს, რომელთა ფორმა მაღალი საზოგადოებისადმი კუთვნილების ინდიკატორს წარმოადგენს დამახასიათებელი ემბლემებისა და პრინტების წყალობით. 

საფრანგეთსა და იტალიაში სკოლის ფორმები, როგორც წესი, სავალდებულო არ არის. გერმანიაში კი უარყოფითადაც კი აღიქმება, ნაცისტურ რეჟიმთან ნეგატიური ასოციაციების გამო. 

დიდი ბრიტანეთის სასკოლო ფორმების ტრადიცია მხოლოდ რამდენიმე აზიური ქვეყანისას თუ შეედრება. იაპონიასა და სამხრეთ კორეაში მოსწავლეთა იერსახე - სტილის ცალკეული მიმართულებაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს - მანგაში, ანიმეებში პერსონაჟები ხშირად სასკოლო ფორმებში არიან გამოწყობილნი.

სკოლებში ფორმა სავალდებულოა  XIX საუკუნის ბოლოდან. არსებობს ორი მიმართულება: პირველი თეთრი პერანგი, მუქი შარვლით ან ქვედაბოლოთი. მეორე -  მეზღვაურის ფორმის მსგავსი ბლუზა დიდი საყელოთი და  ნაკეციანი ქვედაბოლო, ვაჟებისთვის კი კიტელი ასაწევი საყელოთი, შარვლით ან შორტებით. ფორმა სავალდებულოა ყველა სკოლაში, სასწავლო დაწესებულებები კი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ეჯიბრებიან , რომლის სასკოლო სამოსია უფრო საინტერესო. 

2018 წელს ტოკიოს, ერთ-ერთმა სახელმწიფო სკოლამ მოსწავლეთა სავალდებულო ფორმის შესაქმნელად Giorgio Armani-ის მიმართა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც გახმაურებული კოლაბორაცია წარუმატებელი აღმოჩნდა: ერთი კომპლექტის ღირებულება 730 დოლარიდან იწყებოდა, რაც, რა თქმა უნდა, მშობლები არ აღაფრთოვანა. 

ამასთან, აზიაში სასკოლო ნივთებზე დიდი თანხის დახარჯვა, როგორც წესი, ჩვეულებრივი მოვლენაა - განსაკუთრებით პოპულარულია მაღალტექნოლოგიური Randoseru-ს ზურგჩანთები, რომელთაგან თითოეული ხელით არის დამზადებული ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ზოგიერთ მოდელში სახელმძღვანელოები განსაკუთრებული კუთხითაა განთავსებული, რათა ზურგჩანთა უფრო მსუბუქი იყოს. ასეთი ზურგჩანთის ფასმა შეიძლება 100 000 იენამდე (დაახლოებით 1 800  ლარი) მიაღწიოს.

სასკოლო ტანსაცმელი ხშირად ხდება ცნობილი დიზაინერების შთაგონების წყარო, ისინი მთელ კოლექციებსაც კი ქმნიან წინასასკოლოდ. 

მაგალითად ცნობილი ამერიკელი დიზაინერის ტომ ბრაუნის ქვემოთ მოცემული კოლექცია თავისუფლად შეიძლება ქცეულიყო, რომელიმე სკოლის ფორმად. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება