სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, სტანდარტი, რომელიც ყველა სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს - იხილეთ შეფასების სქემა 
19-02-2023
-
+


როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებმა ფუნქციონირების გასაგრძელებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ. ამასთან გაწერილია სქემა, რომელიც დეტალურად აფასებს აკმაყოფილებს თუ არა სკოლა, ამა თუ იმ მოთხოვნას.

სტანდარტის დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან თავს მოიცავს, რომელთა შორისაა: სკოლის ფილოსოფია; სასკოლო კურიკულუმი; სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და მოსწავლეთა მხარდაჭერა. თითოული თავირამდენიმე ქვეპუნქტადაა ჩაშლილი დოკუმენტში - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები 


აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალით: „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის კომპონენტის შეფასების სკალა განიმარტება შემდეგნაირად: 

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი დაწესებულების შემთხვევაში - მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მიღწეული დონის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. ამასთან, შესაძლო მცირედი გამოწვევები გავლენას არ ახდენს დაწესებულების საქმიანობის ხარისხზე. 

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, თუ დაწესებულებას გააჩნია უფრო მეტი ძლიერი, ვიდრე სუსტი მხარე, რომელიც მნიშვნელოვნად არ აუარესებს დაწესებულების საქმიანობის ხარისხს. დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. დაწესებულებას, სუსტი მხარეების დასაძლევად, მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 12 თვისა), დასაძლევად აქვს მზაობა და რესურსებით უზრუნველყოფილი, სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.
 
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულება მეტწილად ვერ აკმაყოფილებს კომპონენტის მოთხოვნებს და მას აქვს ისეთი სუსტი მხარე(ებ)ი, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება, თუმცა დაწესებულებას აქვს მზაობა და განსაზღვრულ პერიოდში (არაუმეტეს 24 თვისა) სუსტი მხარეების დასაძლევად რესურსებით უზრუნველყოფილი სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.
 
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულების სუსტი მხარე(ებ)ი საფრთხეს უქმნის დაწესებულების საქმიანობის ხარისხს და ვერ უზრუნველყოფს მის განვითარებას.

სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სქემა

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება