სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

დაბრკოლებების დაძლევა, ადამიანების მიმღებლობა, კომუნიკაციის უნარები - დირექტორები სკოლის ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე საუბრობენ
07-07-2022
-
+


სკოლას რომ ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ამაზე, ფაქტობრივად, ყველა თანხმდება. გარდა იმისა, რომ სკოლაში მოსწავლეები განათლებას იღებენ და სამომავლო საქმიანობას ირჩევენ, ისინი ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც სწავლობენ. ადამიანების უმრავლესობა თანხმდება, რომ ცხოვრების მნიშვნელოვანი გზამკვლევი მათთვის სწორედ სკოლა იყო.

Etaloni.ge საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა გაგვეგო მათი აზრი, რა ძირითად ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ასწავლის სკოლა ადამიანებს.

მიხეილ გიორგაძე, ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი:

უმთავრესია, რომ სკოლამ მოსწავლის სოციალიზაცია მოახდინოს, მიაჩვიოს და ჩამოუყალიბოს სხვადასხვა გარემოსა თუ სიტუაციაში ცხოვრების უნარები. ასწავლოს განსხვავებული მოსაზრებების მიღება და საკუთარი აზრის დაცვა. ასევე, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. სკოლაში ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს ინფორმაციის მოძიების უნარი და შემდგომ მისი სწორად გადამუშავება, შეითვისოს წაკითხული ტექსტის სწორად გააზრება; გარდა ამისა, სასურველია სკოლამ ბავშვს სამეწარმეო უნარებიც მისცეს, რათა მან ცხოვრებაში თუნდაც უმაღლესი განათლების გარეშე შეძლოს საკუთარი ბიზნესისა თუ საქმიანობის წამოწყება. რა თქმა უნდა ასევე, ჩამოუყალიბდეს ესთეტიური გემოვნება - იყოს კარგი მსმენელი და მაყურებელი. იცოდეს ბუნებასთან კავშირი ისწავლოს არსებული რესურსების შენარჩუნება და გამოყენება. საგნები: ქართული, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა და ა.შ. სწორედ იმიტომ სწავლობენ ბავშვები რომ ზემოაღნიშნული ყველა უნარი ამ საგნებთან ერთად, ინტეგრირებულად შეიძინონ. აკადემიური ცოდნა კი თავისთავად ცხოვრებაში გამოადგებათ.

ჯაბა წიფაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის დირექტორი:

ცოტა რთული საკითხია ეს... თუმცა, სკოლა განათლებას ეფუძნება და ამიტომაც, მოსწავლემ ვფიქრობ, სკოლაში კარგი განათლება უნდა მიიღოს, რათა მომავალში საკუთარ სამშობლოსა და ოჯახს გამოადგეს. სკოლის მნიშვნელოვან ფუნქციასაც შესაბამისად, მოსწავლისთვის შესაბამისი განათლების მიწოდება წარმოადგენს. 

ნაირა ქარჩხაძე-გოგაბერიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ბავშვს ცხოვრებისეული გაკვეთილები მოსწავლეებს სკოლამაც უნდა მისცეს, საზოგადოებამაც და ოჯახმა თავისთავად. ეს სამი რგოლი ქმნის ბავშვს სრულყოფილ ადამიანად. ამ ყველაფერში რა თქმა უნდა პირველი ადგილი სკოლას უკავია, თუმცა ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ სკოლა ვერაფერს შეძლებს. სკოლა მხოლოდ საგნის სწავლებით არ შემოიფარგლება, მისი უპირველესი ფუნქცია მოსწავლეების ადამიანებად ჩამოყალიბებაა; ამ ყველაფერს კი სკოლა სასკოლო, სკოლისგარეშე ღონისძიებებიდან, წიგნებიერების დანერგვიდან და ა.შ. შეძლებს.

გოჩა ძნელაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლა ისეთ სანიმუშო დაწესებულებას უნდა წარმოადგენდეს, სადაც ბავშვები არამხოლოდ სულიერ საზრდოს იღებენ, არამედ იქ მომუშავე პერსონალი იმ პრინციპით იქნებიან შერჩეულნი, რომ მოსწავლეებისთვის მაგალითები და ეტალონები იყვნენ. ბავშვს მიმბაძველობა ახასიათებს და ავსაც, კარგსაც როგორც ოჯახიდან ასევე, სკოლიდანაც იღებს, რადგან გარკვეულ დროს სწორედ აქ ატარებს. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, სკოლა პროფესიონალი კადრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. სანამ სკოლაში ისეთი კადრები არ იქნებიან, რომლებიც მოწოდებით არიან პედაგოგები, მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება.

შოთა კუბლაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლა თავიდან ბოლომდე სწორედ ცხოვრებისეული გაკვეთილია. სასწავლო პროცესი იქითკენ არის მიმართული თუ როგორ და რანაირად გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესი ცხოვრებაში. სკოლის ფუნქცია ემსახურება იმას, რომ მოსწავლეს მისცეს კარგი განათლება, აღზარდოს ისეთ დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელსაც ცხოვრებაში ეცოდინება როგორ გადაწყვიტოს ესა თუ ის პრობლემა. სწორედ ამ ყველაფერში ვეხმარებით ახალგაზრდებს. ვაყალიბებთ ადამიანებად, რომელთაც ეს ყველაფერი 12 წლის მანძილზე უმუშავდებათ, რათა მომავალში ცხოვრება ღირსეულად გააგრძელონ.

ელისო ირემაძე, ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც კი სკოლას ამთავრებ, იქვე ბავშვობაც სრულდება... უცებ ვხდებით დიდები და თითქოს, აღარაფერი გვეპატიება, რადგან უკვე დიდები ვართ. პირველი, რაც ბავშვმა სკოლისგან უნდა ისწავლოს არის მისი უფლებები და მოვალეობები, თუ როგორ დაიწყოს ცხოვრების ახალი ეტაპი. ცხოვრების გზაზე მეგობრების გარდა კიდევ უამრავი ადამიანი შეხვდება და დაბრკოლებებს გადააწყდება. ახლა ეროვნულ გამოცდებს აბარებენ აბიტურიენტები - ეს ცხოვრების გამოცდა არ არის, თუმცა არის წინააღმდეგობის ერთი ეტაპი და სწორედ ამ წინააღმდეგობების ღირსეულად გადალახვა უნდა ისწავლონ ბავშვებმა სკოლისგან. არც ერთმა ახალგაზრდამ არ უნდა გაივლოს გულში, რომ რაღაცას ვერ მიაღწევს. ყველაფერი შრომის შედეგია და ეს მრწამსი, სწორედ სკოლიდან მიაქვთ ახალგაზრდებს. შესაძლოა ბავშვი დიდი მათემატიკოს ვერ დადგეს, მაგრამ იგი სკოლაში სწავლობს დაბრკოლებების დაძლევას, კომუნიკაციას და მომავალში ვიღაცის მსხვერპლი არ იქნება და ადვილად რაღაც ცუდს არ დაემორჩილება. ასევე, გაკვეთილი რასაც სწავლობს არის - ადამიანების მიმღებლობა. რაც უფრო მასიურია სკოლა, ანუ რაც მეტი ბავშვი სწავლობს ეს უნარები მით უფრო უვითარდება. ჩვენს სკოლას ის პლუსი აქვს, რომ აქ სხვადასხვა ეთნოსის მოსწავლეები სწავლობენ და შესაბამისაც ჩვენს ბავშვებს მომავალში მეტად მომზადებულები იქნებიან ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით. ზოგადად ძალიან კარგი მომავალი გვყავს და ვხედავ რამდენად კარგი პოტენციალი აქვთ ჩვენს ბავშვებს. მინდა ლაღები, თავისუფლები იყვნენ ჩვენი მომავალი თაობები და გადაწყვეტილებები სწორად მიიღონ.

გიორგი ხურციძე,  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში ისეთ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს სწავლობენ, როგორიცაა: ადამიანებთან ურთიერთობა, ერთმანეთის პატივისცემა, ამხანაგის გვერდში დგომა და დაბრკოლებების გადალახვა. ბავშვები სწავლობენ რომ მიუღწეველი არაფერია და ყველაფერი შეძლებადია. რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, მას განვითარება და შრომა აუცილებლად სჭირდება. უშრომელად არაფერი მოდის ცხოვრებაში.

ასევე იხილეთ:

„სკოლა ცხოვრების მინი მოდელია“- დირექტორები ცხოვრებისეულ გაკვეთილებზე საუბრობენ

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასებზე 10 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული

სკოლებში 150-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 24 საათში გამოცხადდა - პირობები, ვადები და დეტალები

სკოლის ექიმები  960, ხოლო ექთნები 800 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ - დადგენილება 

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

როდემდე გაგრძელდება უამინდობა - სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება