სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორმა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ უნდა ამყოფოს არც მასწავლებელი და არც მოსწავლე!“ - ელვირა ქეიანი, ჯიგრაშენის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
02-10-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჯიგრაშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით მიმდინარეობს - მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში; პროფესიონალი პედაგოგები კი, დირექციის მხარდამხარ, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ - ახალგაზრდები იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად, იძენენ ისეთ უნარებს, რაც ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებს.

etaloni.ge-ს ჯიგრაშენის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ელვირა ქეიანი უამბობს, რომ 2025-2026 სასწავლო წელს სკოლა101 მოსწავლეს ითვლის, მათ შორის 10 პირველკლასელია და მიუხედავად იმისა, არცთუ ბევრი მოსწავლე ჰყავთ, თითოეული მათგანის დასახვედრად ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან:

„სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაგრამ ყოველწლიურად დიდი ენთუზიაზმით ველით ახალი სასწავლო წლის დაწყებას - წელსაც საზეიმო დახვედრა მოვუწყვეთ ჩვენს ბავშვებს, საქართველოს ჰიმნის ფონზე, დროშაც აღვმართეთ... მისასალმებელი სიტყვა წარმოვთქვი და მჯერა, ახალი შემართებით ერთად ვივლით წარმატებული მომავლისკენ. ჩვენი სკოლის ყველაზე უმცროს წარმომადგენლებს გადავეცით ნოუთბუქები, სახელმძღვანელოები და სკოლის მიერ შეძენილი საკანცელარიო ნივთები... იყო დიდი ჟრიამული, სიხარული, ბავშვებმა წარმოაჩინეს შემოქმედებითი უნარები, შეასრულეს სხვადასხვა ნომრები და ასე „გაგვიფერადეს“ სასწავლო წლის პირველი დღე“.

ჯიგრაშენის სკოლის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ჰყავთ 34 პროფესიონალი პედაგოგი, სკოლაში კი ყველა პირობაა შექმნილი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ასამაღლებლად.

„მცირეკონტინგენტიან სკოლაში, ფაქტობრივად, ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს... მასწავლებლები დროსა და ენერგიას არ იშურებენ, რათა ჩვენს მომავალ თაობას შეაყვარონ სწავლა, მისცენ განათლება და ეს აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება: 2025 წელს 12 კურსდამთავრებული გვყავდა, უმრავლესობა ჩაირიცხა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 4+1 პროგრამით და მათგან ოთხმა 100-იანი დაფინანსება მიიღო. მართალია, წელს არ გვყოლია ოქროსმედალოსანი, თუმცა წინა წლებში უდავოდ გვანებივრებდნენ ჩვენი მოსწავლეები წარმატებებით“, - გვიამბობს ელვირა ქეიანი.

თავად კი 10 წელია მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნავს -  შვიდი წელი დირექტორის მოადგილე გახლდათ, 3 წელია ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს და მისთვის მთავარია, სკოლა, მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ერთ დიდ ოჯახად იქცეს:

„მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელი უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის შინაგანაწესისა და სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმების დაცვას, იდგეს ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების სადარაჯოზე... დირექტორმა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ უნდა ამყოფოს არც მასწავლებელი და არც მოსწავლე! უნდა შექმნას უსაფრთხო, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო, იყოს სამართლიანი და ჰქონდეს ჯანსაღი მიდგომები“, - ასეთია ჯიგრაშენის საჯარო სკოლის ხელმძღვანელის ცხოვრებისეული თუ პროფესიული „კოდექსი“, რასაც ადასტურებს მისი დამოკიდებულება მოსწავლეთა მიმართ: მეგობრობს, თანამშრომლობს, აძლევს მოტივაციას და მათგანაც სიყვარულს იღებს.

„ჩემი ბავშვების სიყვარული ყველაზე მეტად მახარებს და მაბედნიერებს“, - ამბობს ქალბატონი ელვირა და იმასაც სიამაყით დასძენს, რომ  ქართული ენის სწავლებას მათთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:

„გვყავს ქართულის ოთხი მასწავლებელი, რომლებიც ბილინგვური სწავლების სამ კოლეგასთან ერთად, ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს არა მხოლოდ შეაყვარონ სახელმწიფო ენა, არამედ გაუთავისონ მისი ცონდის აუცილებლობა. ჩემდა სასიხარულოდ უნდა ვთქვა, რომ მოსწავლეთა თითქმის 100 პროცენტი კარგად ფლობს ქართულს...

მე კი, როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს სახელმწიფოს, რომ გვაქვს სომხური სკოლები, რითიც ხელი ეწყობს ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნებას.

მინდა, ჩვენს ახალგაზრდობას ვუსურვო, რომ გახდნენ საზოგადოების სრულყოფილი წევრები, სწორედ შეარჩიონ პროფესია, იღვაწონ, იშრომონ და გამოადგნენ ჩვენს საქართველოს“.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება