სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაამთავრებენ თუ არა მე-11 კლასელები წელს სკოლას? - თამარ მახარაშვილის განმარტებები
21-10-2025
-
+


11-წლიანი სწავლება ყველა, მათ შორის კერძო სკოლებს შეეხება, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, თუმცა განმარტა, რომ არ გავრცელდება სკოლებზე, რომელთაც აქვთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები.

„11 წელზე იმიტომ გადავდივართ, რომ... აქ არის ძალიან სერიოზული რეფორმა ზოგადი განათლებისა, დაწყებული პროგრამების გადახედვით, სახელმძღვანელოებით, ფუნდამენტურ, კლასიკურ საგნებზე აქცენტის გაკეთებით... 11 წელი იქნება თუ 12, რა ცოდნით, უნარით და კომპეტენციით აღჭურვილ ადამიანს გამოუშვებ სკოლიდან, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და მათ შორის, უმაღლესში სწავლას რა დონიდან გააგრძელებენ, ამასაც.

რატომ 11 კლასი? - ეკონომიკის მიმართულებით ზრუნვა არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოვალეობა, რომელი სამინისტროც უნდა ვიყოთ, შესაბამისი დოვლათის შექმნა ჩვენივე შვილების ხელებით -  გვინდა, ჩვენს შვილებს ჰქონდეთ გარანტი და ნდობა ჩვენივე ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისადმი... 

როდის შევა ძალაში ეს ყველაფერი - ამაზე მიდის მუშაობა... მე-12 და მე-11 კლასს ეს არ შეეხება, თუმცა გრძელვადიან რეფორმაზე არ ვსაუბრობთ, დეტალებზე კი მინისტრი მოგახსენებთ“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

კლასის დამრიგებლმა გერმინე ტონაკანიანმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნა

 

 

ღონისძიება, სასწავლო-შემეცნებითი, საზეიმო და შემოქმედებითი ნომრებით წარიმართა

თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ასო-ბგერა გააფერადა, დაამუშავა ფოთლები, პეპლები, ყვავილები და ხის რტოები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილები ყოველთვის მიმდინარეობს სწავლის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება