სიახლეები
ყველაზე პოპულარული


Etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლა - საამაყო ნიშნული
26-10-2021
-
+


Etaloni.ge უკვე არაერთი წელია წარმოადგენს საგანმანათლებლო სფეროს ჰაბს, სადაც თავმოყრილია განათლებასა და საზოგადოებრივ-აქტუალურ თემებზე ყოველდღიური ინფორმაციები. 

Etaloni.ge-ს პრიორიტეტულ მიმართულებას უცვლელად წარმოადგენს სკოლებისა და სკოლებში მიმდინარე აქტივობების წარმოჩენა. Etaloni.ge თანამოაზრე ასობით სკოლასთან ერთად, რომელთა რიცხვი 1500 აჭარბებს, ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული სკოლების სიახლეებს - მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების წარმატებებს, სკოლის აქტივობებს, დირექტორების მოსაზრებებსა და ინტერვიუებს თუ სხვა საინტერესო საკითხებს. 

Etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლები განსხვავდებიან ადგილმდებარეობის, სიდიდისა თუ სწავლების საფეხურის მიხედვით, მაგრამ მათ ყველას აერთიანებთ მომავალ თაობებზე მუდმივი ზრუნვა. Etaloni.ge-ს საშუალებით კი ისინი მთელ საქართველოს (და არამარტო) პოზიტიური კუთხით აცნობენ და ამახსოვრებენ სკოლის სახელს. 

სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-ს თითოეულ თანამოაზრე სკოლას მინიჭებული აქვს სპეციალური ნიშნული, რომელიც კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სკოლის საამაყო სახელს და მის მზრუნველ გუნდს. 

ჩვენ ერთგულ მკითხველს მოვუწოდებთ განსაკუთრებული ყურადღებით და კეთილგანწყობით გაეცნონ „თანამოაზრე სკოლების“ ნიშნულის მქონე ინფორმაციას, სკოლებს კი - იამაყონ და გააზიარონ !

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება