სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

საშემოდგომო აქტივობები სკოლებში - დირექტორები გეგმებს გვიზიარებენ
15-10-2025
-
+


შემოდგომა წელიწადის განსაკუთრებული დროა - ფერს იცვლის ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო, ვიღებთ მოსავალს და ვხედავთ ჩვენი შრომის შედეგს... შემოდგომის სიხარულს და მხიარულებას იზიარებენ მოსწავლეებიც, რომლებსაც ამ სეზონზე სკოლებში გამართული აქტივობები განსაკუთრებულად ახარებთ. ეს ღონისძიებები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, შემოქმედებითობით და, რა თქმა უნდა, გემრიელი სასუსნავებით, რომელთა ნაწილსაც მოსწავლეები თავად ამზადებენ. როგორც სკოლის ლიდერები Etaloni.ge-თან საუბრისას აღნიშნავენ, საშემოდგომო თემატიკის აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო, ისე შემოქმედებითი განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ წინასწარ დავკავშირებოდით საჯარო სკოლების ხელმძღვანელებს, რათა გაგვეგო რა გეგმები აქვთ სკოლებს:

ყვარლის მუნიციპალიტეტის გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი ლია კაპანაძე აღნიშნავს, რომ საშემოდგომო ღონისძიებაში მონაწილობას ტრადიციულად მთელი სკოლა იღებს:

„საშემოდგომო ღონისძიებას ყოველთვის ვატარებთ. აქტივობა სკოლის ეზოში იმართება და ყველა კლასი არის ჩართული. ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი მშობლები, საგაკვეთილო პროცესის დროს სწორედ ისინი რთავენ ეზოს, მათი დახმარებით აწყობენ თემატურ კუთხეებს მოსწავლეები. ძალიან პოზიტიური გარემო იქმნება  და დადებითად მოქმედებს მოსწავლეებზე. თავიანთი კუთხეების წარმოჩენისა და ღონისძიების ერთი ნაწილის დასრულების შემდგომ იმართება კონცერტიც, ბავშვები, მღერიან, ცეკვავენ და სხვადასხვა შემოქმედებით ნომრებს გვთავაზობენ. მსგავსი ღონისძებების ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ და ასწვალიან ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვან უნარებსა და თვისებებს, ეს კი ძალიან მნიშნელოვანია მათი განვითარებისთვის, ამიტომ ყოველთვის სიხარულით ვუწყობ ხელს მსგავს აქტივობებს“.

მრავალფეროვანი საშემოდგომო აქტივოებები ტარდება ყვარლის N2 საჯარო სკოლაში. როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ლეილა ქოჩორაშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციაზე:

„საშემოდგომო აქტივობები ძირითადად დაწყებითი საფეხურის კლასების ჩართულობით ხორციელდება. თითოეულ კლასს აქვს თავისი გამორჩეული კუთხე, მაგალითად ნაწილი თათარას აკეთებს, ნაწილს თხილეულის გამოფენა აქვს, აუცილებლად არის ხოლმე ნახატების გამოფენა - „შემოდგომა ყვარელში“, იმისთვის რომ მოსწავლეებისთვის დღე უფრო სახალისო იყოს, გვაქვს მხატვრული ნომრებიც. ცოტა უფრო მაღალი, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები ქმნიან თემატურ კომიქსებს შემოდგომაზე, წერენ ესეებს. სკოლაში ფუნქციონირებს მხატვრული კითხვის კლუბი შესაბამისად, მოსწავლეებს რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, ამ კლუბში კითხულობენ თავიანთ ნაშრომებს, განიხილავენ და აკეთებენ ახალ აღმოჩენებს. ნაშრომების განხილვის დროს შესაძლოა, მეორე მოსწავლამ სრულად განსხვავებული კუთხით დაინახოს ესა თუ ის საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას ახდენს მათ განვითარებაზე. ზოგადად არაფორმალური განათლება და მსგავსი ტიპის აქტივობები მნიშნელოვანია მოსწავლეებისთვის. ისინი სწავლობენ კომუნიკაციას სხვა ასაკის ბავშვებთან, ეცნობიან და ხედავენ სხვისი შრომის შედეგს და ეს მათთვის მოტივაციის მიცემის ერთ-ერთი საშუალებაა“.

საშემოდგომო ღონისძიებებთან ერთად მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავად ემზადებიან ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის ენისლის საჯარო სკოლაში. როგორც სკოლის დირექტორმა კონსტანტინე ცხოვრებაძემ გვითხრა, ღონისძიებები აქტიურად ტარდება: „სკოლაში მასშტაბური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი 27 ოქტომბრისთვის, მასწავლებელთა ეროვნული დღის აღსანიშნავად, რომელშიც სხვადსხვა კლასის მოსწავლეები და პედაგოგები იქნებიან ჩართულნი. პარალელურად, რა თქმა უნდა, საშემოდგომო თემატიკის ღონისძიებებიც გვექნება, რითაც ამ სეზონს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ“.

ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სანავარდოს საჯარო სკოლა დირექტორი ნანა ქაფიანიძე აღნიშნავს, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება დატვირთულია სხვადასხვა ტიპის აქტივობებითა და თემატური ღონისძიებებით. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც სასკოლო, ისე სკოლის გარე აქტივოებებში, ეს ყველაფერი ამაღლებს მათ მოტივაციას. მიმდინარე პერიოდში სკოლაში ორი ტიპის აქტივობაა დაგეგმილი, ერთი იაკობ გოგებაშვილის დაბადებისა და ამავდროულად, მასწავლებლის ერონულ დღის აღსანიშნავად, მეორე კი საშემოდგომა თემატიკის აქტივობაა - „შემოდგომის დღესასწაული“.

წალკის მუნიციპალიტეტის რეხის საჯარო სკოლის დირექტორის ნინო ლომაშვილის თქმით, საშემოდგომო თემატიკის ღონისძიებები ძალიან მხიარული და მრავალფეროვანია: „აქტივობა ძირითადად სკოლის ეზოში იმართება, უფროსკლასელები უმცროსკლასლებს ეხმარებიან სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, მზადდება თათარა, ავლებენ ჩურჩხელებს, კეთდება ხონჩა. მოსწავლეები გამოდიან სიტყვით, წარმოთქვამენ ლექსებს, მღერიან ცეკვავენ  და აქვთ სხვადსხვა ტიპის შემოქმედებითი ნომრები, რაც მათაც და ჩვენც ძალიან მოგვწონს.“

როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა დარეჯან კანანაძემ აღნიშნა, საშემოდგომო აქტივობები მათთანაც დაგეგმილია: „ყოველთვის აქტიურად ვატარებთ სხვადსხვა ტიპის ღონისძიებებს, ახლაც ვგეგმავთ და ვემზადებით... ზოგადად ჩვენი სკოლა ძალიან აქტიურია და მუდამ ვატარებთ სხვადასხვა თემატურ აქტივობებს.“

ღონისძიებები იგეგმება ყვარლის მუნიციპალიტეტის ჭიკაანის საჯარო სკოლაშიც. როგორც დირექტორმა ევა ბეგაშვილმა აღნიშნა, შემდგომასთან დაკავშირებულ თემატურ აქტივობებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც გამართავენ და უფროსკლასელებიც. 

საშემოდგომო ღონისძიებაში ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე ჩაერთვება. როგორც დირექტორი, მანანა ლონდარიძე გვიყვება, ღონისძიება - „მიიწურა შემოდგომა“ უახლოეს პერიოდში გაიმართება: „სულ 41 მოსწავლე გვყავს, ამიტომ აქტივობაში ყველა მათგანი მიიღებს მოაწილეობას, თუმცა სამზადისში განსაკუთრებით ჩართული ბიოლოგიისა და დაწყებითი კლასების პედაგოგები არიან. ისინი აორგანიზებენ და გეგმავენ ღონისძიების დეტალებს“.

 

Etaloni.ge წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენ რესპონდენტებს და აქტიურ სკოლებს. ჩვენ კი, ამ მართლაც ფერადი და დასამახსოვრებელი სასკოლო ღონისძიებების შესახებ არაერთ სტატიას შემოგთავაზებთ.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„20 მარტიდან ჩვენი გვერდი აკონტროლეთ“ - NAEC ეროვნულებზე რეგისტრაციის შესახებ

შეხვედრა დირექტორებისთვის, დამრიგებლებისათვის, საგნის მასწავლებლებისა სპეციალისტებისთვის  გაიმართება - დეტალური ინფორმაცია

გამსვლელი ქულები საგამოცდო საგნების მიხედვით ცნობილია

სამშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებენ - 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

პედაგოგიკაში დისბალანსია - სხვაობა კურსდამთავრებულებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის 1815-ია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს  წალკის N1 და კოხტის საჯარო სკოლების პედაგოგი ხათუნა გვიჩიანი პასუხობს

სკოლები

ღონისძიებაში VI, VII, VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ზურაბ სიხარულიძე და ირაკლი პაპავა.

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება