| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ინიციატივით, 2025 წლის 23 ოქტომბერს, 16:00 საათზე იგეგმება ონლაინ ვებინარი თემაზე - „სკოლის სოციალური მუშაკის როლი მოსწავლეთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროცესში“.
ვებინარის ფარგლებში, განხილული იქნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკის როლი სკოლაში, სოციალური მუშაკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მხარდაჭერის სტრატეგიები მოსწავლეთა ფსიქოსოციალური კეთილდღეობის პროცესში:
რა მიზანს ემსახურება სოციალური მუშაკის საქმიანობა სკოლაში
რას გულისხმობს მოსწავლეთა ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და რა როლი აქვს მოსწავლეთა მხარდაჭრის პროცესში სოციალურ მუშაკს
რა მომსახურებას სთავაზობს სოციალური მუშაკი მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლას
საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია მშობლებისთვის, სკოლის დირექციისა და მასწავლებლებისთვის, ბავშვებთან/მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია არაუგვიანეს 2025 წლის 23 ოქტომბრისა, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე - https://forms.office.com/e/mtcLxF8mf8
ყველა დარეგისტრირებული პირი, შეხვედრის დაწყებამდე, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს ვებინარზე დასასწრებ ბმულს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას