| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„სადღესასწაულო ბარათების გაცვლა“ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის IEARN (International education and Resource Network) პროექტებს შორის.
უკვე რამდენიმე წელია, რაც გავაზის საჯარო სკოლის (დირექტორი ლელა კაპანაძე) მოსწავლეები ამ პროექტში იღებენ მონაწილეობას და ყოველ წელს მსოფლიოს შვიდი სხვადასხვა ქვეყნის სკოლასთან ცვლიან სადღესასწაულო ბარათებს.
2017-2018 სასწავლო წელს პროექტში მონაწილეობდნენ VIა და IXა კლასის მოსწავლეები. პროექტს ხელმძღვანელობს და ფასილიტაციას უწევს ინგლისური ენის მასწავლებელი მზია გაგნიძე.
პროექტს დიდი მისია აკისრია. მოსწავლეები თავისი ხელით ამზადებენ მისალოც ბარათებს და ფოსტით უგზავნიან პარტნიორ სკოლებს. პროექტის მიმდინარეობისპერიოდში ისინი ჩართულნი არიან ახალგაზრდების საერთაშორისო ფორუმში და ერთმანეთს აცნობენ თავისი ქვეყნის კულტურას, დღესასწაულებს, ტრადიციებს, ღირსშესანიშნაობებს, რითაც ისინი ამაყობენ, ყოველდღიურ ცხოვრებას, სკოლის ცხოვრებას. ერთმანეთს უზიარებენ ტრადიციული კერძების რეცეპტებს.
პროექტის დასასრულს მოსწავლეები სკოლაში აწყობენ პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული ბარათების გამოფენას და აკეთებენ პრეზენტაციას. მოსწავლეები საუბრობენ იმ გამოცდილებებზე და უნარებზე, რაც პროექტმა შესძინათ ფორუმებიდან და ბარათებიდან მიღებულ ინფორმაციას უზიარებენ თავის თანატოლებს, მშობლებს, მოწვეულ მასწავლებლებს და სხვა სტუმრებს.
პროექტზე მუშაობა ეხმარება მოსწავლეებს ინგლისური ენის წერისა და მეტყველების უნარების განვითარებაში. იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს ფორუმში მონაწილეობისა და პრეზენტაციისათვის, ამყარებენ ონლაინ კომუნიკაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან და ხდებიან მსოფლიო მოქალაქეები.
იხილეთ ფოტოები19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
არადამამთავრებელი კლასის სტატუსით რეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო - ვადები და დეტალები
გამოსაცდელები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ
ქართულ ენაში მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო - რეკომენდაციების წარდგენის ვადები და დეტალები
როდესაც ერთნაირ სამოსში გამოწყობილ მოსწავლეებს უყურებ, ეს თვალისთვისაც სასიამოვნოა
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...
ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება
მე-3 კლასელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებას პროფესიონალი რეჟისორი არ ჰყავდა, მონაწილეებმა საკუთარი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...