| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

არაფორმალური განათლების ფლაგმანი საქართველოს ეროვნული მედია-პროექტი „ეტალონი“ izrune.ge-სთან ერთად კვლავაც ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების და ინტელექტის სადარაჯოზე.
ცოდნის გამოვლენის ეფექტური შესაძლებლობა, სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარის განვითარება, საკუთარი გამარჯვებით ტკბობა და სხვისი წარმატების სიხარულის გათავისება... - ეს ის მთავარი პრინციპებია, რომელთა გათვალისწინებაც არაერთ თაობას „ეტალონმა“ ასწავლა.
წარმატების გზა გრძელდება და საგნობრივი ონლაინ ჩემპიონატი, რომელიც „ეტალონმა“ და izrune.ge-მ II-XI კლასების მოსწავლეებს გაზაფხულზე შესთავაზეს, შემოდგომის სეზონით ბრუნდება!
საგნობრივ ოლიმპიადებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია:
› ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა (18-19 ნოემბერი)
› ლოგიკური აზროვნების და ზოგადი განათლების ოლიმპიადა (25-26 ნოემბერი)
› ინგლისური ენის ოლიმპიადა (2-3 დეკემბერი)
› მათემატიკის ოლიმპიადა (9-10 დეკემბერი)
ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს.
თითოეულ კლასში და თითოეულ საგანში გამოვლინდება ჩემპიონთა ათეული, რომლებიც მიიღებენ სპეციალურ სახელობით დიპლომებს.
პირველი ადგილის მფლობელებს მიენიჭებათ აბსოლუტური ჩემპიონების ტიტულები.
გამორჩეული ათეულის შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:
· განათლების და მეცნიერების სამინისტროში
· სკოლაში
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს