სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„არა მხოლოდ ჰიმნით, მიმაჩნია, საგაკვეთილო პროცესი სკოლებში დროშის აღმართვითაც უნდა იწყებოდეს“ - სკოლის დირექტორების მოსაზრებები
31-10-2025
-
+


„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა...“ - ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, საქართველოს ჰიმნი ყველა საჯარო სკოლაში. გაკვეთილების დაწყებამდე ჟღერს.

„ეს არის პატივისცემა ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი... მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა მეტად გაუღვივებს ჩვენს ახალგაზრდებს პატრიოტულ სულისკვეთებას“, - ასე განმარტა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ინიციატივის აუცილებლობა და მოგვიანებით ისიც დასძინა, სტატისტიკა გამოვითხოვეთ - სკოლებში დაგვიანების შემთვევებმა საგრძნობლად იკლოო.

რამდენად მოსწონთ მოსწავლეებს სახელმწიფო ჰიმნით გაკვეთილების დაწყება და რას ფიქრობს ამის შესახებ სასკოლო საზოგადოება - etaloni.ge-ს კითხვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები პასუხობენ:

მადონა კოპალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის დირექტორი:

„როგორ შეიძლება არ ემხრობოდე გაკვეთილების დაწყებას საქართველოს ჰიმნით? ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ ინიციატივას, ადრიანად მოდიან, რათა მოისმინონ სახელმწიფო ჰიმნი და გაკვეთილზეც ამაღლებული განწყობით შევიდნენ. პედაგოგებიც ვესწრებით და მიმაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მხოლოდ დადებითად აისახება სასკოლო ცხოვრებაზე“. 

თამარ გურაშვილი, ქალაქ თბილისის N152 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„მივესალმებით, მოგვწონს და რა თქმა უნდა ბავშვებიც დადებითად შეხვდნენ ამ სიახლეს... ვაღიაროთ, დაგვიანებებმაც იკლო, მოიჩქარიან სკოლისკენ, რათა მოისმინონ ჰიმნი, კიდევ არაერთხელ გადაიაზრონ, როგორი ძლიერი გრძნობაა სამშობლოს სიყვარული და რამხელა დატვირთვა აქვს ქვეყნის ჰიმნს“.

გია მიგინეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის, ტყვირის საჯარო სკოლის დირექტორი:

„წარმოუდგენელია, ემოციები არ მოგეძალოს ადამიანს, როდესაც საქართველოს ჰიმნი გესმის... საოცარი გრძნობით უსმენენ ჩვენი ბავშვები და მასწავლებლები. როდესაც კარგი ამინდია სკოლის ეზოში ვრთავთ, თუ არადა, სკოლის ფოიეში. უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ინიციატივამ მოსწავლეთა ყოფაქცევაზე დადებითად იმოქმედა, პასუხსიმგებლობის განსაკუთრებული გრძნობა გაუჩნდათ არა მხოლოდ საკუთარი გარემოცვის, არამედ ზოგადად, სამშობლოს მიმართ. როგორც სკოლის დირექტორს, მომწონს, რომ მინისტრის ეს ინიციატივა უკვე კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა სკოლებში“.  

ნინო მამაგულიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის, გრემის საჯარო  სკოლის დირექტორი:

„ყველა ვთანხმდებით, რომ მხოლოდ საგნობრივი ცოდნა ვერ იქნება საკმარისი პიროვნების განვითარებაში... სკოლის ვალია, ქვეყანას პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მოქალაქეები აღუზარდოს, რასაც საფუძვლად უდევს ქვეყნის სიმბოლიკის პატივისცემა. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს ქვეყნის ჰიმნი. ვამაყობთ, რომ სკოლებში ყოველ დილას ისმის საქარტელოს ჰიმნი“.

ლია ხაჩირაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ჩვენს სკოლაში ყოველი დილა ემოციურია - შეუძლებელია, ჰიმნს ისე მოუსმინო, სიამაყის და პატრიოტიზმის გრძნობა არ გაგიჩნდეს. ჩვენი ბავშვებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მინისტრის ამ ინიციატივას. სკოლაში მოიჩქარიან, რათა ასეთი საპასუხისმგებლო მომენტი არ გამოტოვონ, გაკვეთილებზე კი უფრო პატრიოტები, უფრო კაცთმოყვარეები, სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული, ღირსეული ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლები შედიან“. 

მერაბ ხურციძე, ვანის მუნიციპალიტეტის, ძულუხის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ვერ წარმოიდგენთ, როგორი მონდომებულები მორბიან სკოლაში ბავშვებში, რათა ქვეყნის ჰიმნი მოისმინონ... ძალიან მოგვწონს ეს ინიციატივა და სხვაგვარად წარმოუდგენელია - სკოლამ ქვეყანას ღირსეული, პატრიოტი მოქალაქეები უნდა აღუზარდოს, რასაც გაკვეთილების დაწყება ჰიმნით, უდავოდ, ემსახურება“.

ლელა სულაშვილი, დავით გურამიშვილის სახელობის, მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს საჯარო სკოლის დირექტორი: 

„საოცარი გრძნობაა, მოსწავლეების სკოლაში მისვლის დროს საქართველოს ჰიმნი რომ ისმის. ბავშვები მართლაც აღფრთოვანებულები არიან და შემდეგ ამაღლებული განწყობით შედიან გაკვეთილებზე. მოგვწონს მინისტრის ეს ინიციატივა, რომელიც მომავალ თაობებს პატრიოტიზმის გრძნობას უღვივებს“.

ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ქვედა ბერეთისის საჯარო  სკოლის დირექტორი: 

„არა მხოლოდ ბავშვები, მასწავლებლებიც სიამოვნებით ვუსმენთ ჩვენი ქვეყნის ჰიმნს... ამ დროს საოცარი სიამაყის განცდა გეუფლება ადამიანს და შემდეგ ეს, რა თქმა უნდა, მოტივაციაზეც აისახება. მოსწავლეები მეტი მონდომებით სწავლობენ, იღებენ განათლებას, რადგან იაზრებენ საკუთარ პასუხისმგელობას ქვეყნის წინაშე“.

ზაურ პავლიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ოსიაურის საჯარო  სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტია და ამიტომ თამამად ვიტყვი, რომ სრული შემადგენლობით ვისმენთ საქართველოს ჰიმნს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ გაკვეთილების ასე დაწყება და მიხარია, რომ ისინი ბევრად მოტივირებულები გახდნენ, უკეთ ისწავლონ“.

ლამზირა ჩხაიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის, ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი:

„დადებითდ შეხვდნენ ჩვენი ბავშვები ამ ინიციატივას და საოცარი შემართებით უსმენენ ყოველ დილას ქვეყნის ჰიმნს... მათ გვერდით ვართ მასწავლებლებიც - ყველა ერთად, ამაღლებული განწყობით შევიდვართ გაკვეთილებზე და ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ სიახლემ განსაკუთრებული ხალისი შესძინა სასწავლო პროცესს“. 

ნინო ცერცვაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ვაჭევის საჯარო სკოლის დირექტორი:

„პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული... ბავშვობიდან უნდა ჩაუნერგო მომავალ თაობას და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მინისტრის ინიციატივაც - გაკვეთილები საქართველოს ჰიმნით დაიწყოს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ და მოიჩქარიან სკოლაში, რათა ქვეყნის ჰიმნით დაიწყონ დილა“.

რუსუდან ბორჩაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ძალიან მოსწონთ ბავშვებს დილის დაწყება საქართველოს ჰიმნით და სანამ გაჟღერდება, ყველანი ერთად არიან „მოხვეულები“, რათა არ გამორჩნენ ამ საპასუხისმგებლო და საამაყო მომენტს. ამაღლებულია მასწავლებელთა განწყობაც და ეს არცაა გასაკვირი - შეუძლებელია, ქვეყნის ჰიმნს ადამიანმა ემოციების გარეშე მოუსმინოს“. 

ლიანა დოლიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის, მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიუდგნენ ჩვენი ბავშვები ამ ინიციატივას - მათთვის ქვეყნის ჰიმნს საოცარი დატვირთვა აქვს და ჩვენც, პედაგოგები, რა თქმა უნდა მივესალმებით, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, მთავარი ისაა, ჩვენს მოსწავლეებს, რომელთა ხელშიც ქვეყნის მომავალია, ეს ქვეყანა უყვარდეთ“.

მაკა გიორგაძე, თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„მე პირადად, ძალიან მომწონს მინისტრის ეს ინიციატივა... ბავშვებიცა და პედაგოგებიც სხვაგვარი შემართებით ვიწყებთ დილას. მოსწავლეები უფრო მოტივირებულები არიან და მე, როგორც სკოლის დირექტორი, ვამაყობ, რომ ჩემი ბავშვები სრულად აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე“.

ნოდარ ბერიძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის, აწყვიტის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„სკოლამ უნდა ჩაუნერგოს ახალგაზრდებს პატრიოტიზმის გრძნობა და ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები აღუზარდოს - სწორედ ამას ემსახურება მინისტრის ინიციატივა, რომელსაც არა მხოლოდ მოსწავლეები, სრულად სასკოლო საზოგადოება მივესალმებით. როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ვიტყვი, რომ ჩვენს ბავშვები უფრო მოტივირებულები გახდნენ“.

ზურაბი მეზვრიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

„საოცარი გრძნობით უსმენენ ჩვენი ბავშვები და მასწავლებლები საქართველოს ჰიმნს... მართლაც ემოციურია სასკოლო დილის ასე დაწყება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის „სამშობლო“ ლიტონი სიტყვა არაა. ისინი სრული პასუხისმგებლობით აცნობიერებენ მის მნიშვნელობას და თავს არ ზოგავენ, რათა ქვეყნის ღირსეულ და რაც მთავარია, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“.

ნატო მესხიძე, გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ქვემო აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ხმის ისეთი გამაძლიერებელი გვაქვს, სკოლას კი არა, მთელ სოფელს ესმის ჩვენი სამშობლოს ჰიმნი და საოცარი ემოიციურობით ვისმენთ ყოველ დილას. ვფიქრობ, ასეთი ინიციატივები მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულს ააზრებინებს და სძენს პასუხისმგებლობის გრძნობას სამშობლოს წინაშე.“  

გულისა ნათელაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის, მაღრაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„გაკვეთილების დაწყებამდე, ხუთი წუთით ადრე, მთელი სკოლა მობილიზებულია, რათ ერთად მოვუსმინოთ საქართველოს ჰიმნს და მიხარია, რომ ჩვენი ბავშვები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხს. გახდნენ ბევრად მოტივირებულები, ორგანიზებულები და მჯერა, ქვეყანას ღირსეულ მოქალაქეებს აღვუზრდით“.

ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის, ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეროვნული სულისკვეთების გაღვივება ჩვენს მოსწავლეებში უმნიშვნელოვანესია... ვაჟღერებთ საქართველოს ჰიმნს და მოსწავლეებიც ამაღლებული განწყობით შედიან გაკვეთილებზე. მასწავლებლებსაც ძალიან მოსწონთ და არცაა გასაკვირი: როგორ შეიძლება სამშობლოს ჰიმნს ადამიანმა ემოციების გარეშე მოუსმინოს“.

ზოია თიგიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მასწავლებლები, ბავშვებთან ერთად დგანან და ერთად ვუსმენთ ჩვენი ქვეყნის ჰიმნს... ძალიან მოსწონთ ბავშვებს მინისტრის ეს ინიციატივა, უფრო მოტივირებულები და ბევრად ორგანიზებულები გახდნენ. მიმაჩნია, რომ მსგავსი სიახლეები სასკოლო ცხოვრებას ახალისებს, ჩვენ კი, პედაგოგებს, გვეხმარება ქვეყანას პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მოქალაქეები აღვუზარდოთ“.

თინა ჯიხოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის, ზემო ალვანის N1 საჯარო  სკოლის დირექტორი:

„კმაყოფილები ვართ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც... მსგავსი ინიციატივები დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოების მოტივაციაზე და ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობას უღვივებს საკუთრი ქვეყნის წინაშე. ისინი უკეთ აცნობიერებენ სწავლის მნიშვნელობას და იმასაც იაზრებენ, რომ მხოლოდ განათლებით შეძლებენ გამოადგნენ სამშობლოს“.

იური ფირცხალაიშვილი, რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„არა მხოლოდ ჰიმნით, მიმაჩნია, რომ საგაკვეთილო პროცესი სკოლებში დროშის აღმართვითაც უნდა იწყებოდეს - ასე ბავშები სწავლობენ სახელმწიფოს სიმბოლოების სიყვარულს, პატივისცემას... უვითრდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და აცნობიერებენ, რომ ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება“.

ლილი სვიაკაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის, დუისის საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ვერ წარმოიდგენთ, დილაობით როგორ მოიჩქარიან ბავშვები სკოლაში, რათა არ დააგვიანდეთ და მოასწრონ ქვეყნის ჰიმნის მოსმენა. ძალიან უყვართ და ახლა მეტად შეიყვარეს სამშობლოს სიმბოლო, რომელსაც შეუძლებელია ემოციების გარეშე მოუსმინო“.

 


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

დირექტორის თანხმობის დოკუმენტი, რომელიც ორ სკოლაში დასაქმებულმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ - მასწავლებლებს ცნობის აღება ყოველ წელს დასჭირდებათ

საბავშვო ბაღებისთვის გამოყოფილი თანხის მითვისების საქმეზე მინისტრის სახლი გაჩხრიკეს, მოადგილე დააკავეს - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

„სკოლის ვალია, ქვეყანას პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული მოქალაქეები აღუზარდოს“

რუსეთში, სკოლაში სწავლის ხანგრძლივობის 11-დან 12 წლამდე გაზრდა სურთ

კვლევამ დაამტკიცა, რომ ჩვეულმა ინსტრუმენტმა შესაძლოა არ მოიტანოს სასურველი შედეგი 

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
მოსწავლეები დამწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ
 
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება