სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არ იხურება სკოლები და ბაღები მუნის დროს - სპეციალისტის განმარტებები და რეკომენდაციები
01-11-2025
-
+


სკოლებში მუნით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა; ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, მოსწავლეთა მშობლების ნაწილი სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვს, რადგან არ არიან დარწმუნებულები შვილების უსაფრთხოებაში.

ფაქტს etaloni.ge-სთან ადასტურებს თბილისის N180 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ლომიძე - მისი თქმით, სკოლაში სამი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი დადასტურდ:

„სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან... მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა; ჩავატარეთ დეზინფექცია-დეზინსექცია, ყველანაირ პროფილაქტიკურ ზომას მივმართეთ და სწავლის შეჩერების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, რადგან მოსწავლე, რომელსაც მუნი დაუდასტურდა, მანამდეც არ დადიოდა სკოლაში“.

მუნი დაფიქსირდა თბილისის N45 საჯარო სკოლაშიც. დირექტორი, მზია გელაშვილი აღნიშნავს, რომ ორ მოსწავლეს დაუდასტურდა და სკოლამ შესაბამისი ზომები მიიღო მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის:

„სწავლის შეჩერების საფუძველი არ გვაქვს... ჩატარდა დეზინფექცია-დეზინსექცია, როდესაც პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - 22 ოქტომბერს, მეორე შემთხვევა კი 29-ში დადასტურდა, კვლავ მოვითხოვე დეზინფექციის ჩატარება და მიუხედავად იმისა, მითხრეს, ასეთ მცირე ინტერვალში მეორედ არაა აუცილებელი ამ პროცედურის ჩატარებაო, მაინც მოვითხოვე, ბავშვების და სრულად სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე“.

ინფორმაციისთვის: მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei. ვითარდება ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით, ახასიათებს წვრილი გამონაყარი – წითელი წერტილები და პატარა ბუშტუკები ხაზები კანზე. („ღარი“) – იქ სადაც ტკიპა გადაადგილდება ზიანდება ძირითადად თითებსშორისი მიდამო, მაჯები, იდაყვები... ძლიერი ქავილის გამო ჩნდება დამატებითი ნახეთქები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩირქოვანი ინფექციის განვითარებას.

დაავადება ვრცელდება კანის კონტაქტით, საერთო ტანსაცმლის, თეთრეულის, საწოლის, პირსახოცის გამოყენებით. საერთო საწოლი/დივანი – განსაკუთრებით ხანგრძლივი შეხებისას. ბავშვთა დაწესებულებებში, პანსიონატებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში მჭიდრო კონტაქტის გამო.

etaloni.ge კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა.

უნდა შეჩერდეს თუ არა მუნის დაფიქსირების შემთვევაში სასაწვლო პროცესი? რა უნდა გააკეთონ მშობლებმა უსაფრთხოებისთვის? როგორ უნდა დამუშავდეს საკლასო ოთახები და რატომაა ბაღებში უფრო რთული ბავშვების დაცვა მუნისგან? - ჩვენს კითხვებს დერმატოლოგთა ასოციაციის წევრი, დერმატოლოგი ანა კეჭაყმაძე, პასუხობს:

„მომართვიანობა ნამდვილად არის... თვითონ მშობელი ვარ და ვიცი, რომ სკოლებშიც არის დაფიქსირებული.

- პრევენციისთვის რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა?

- მუნის პრევენცია ძირითადად არის დაავადებულთან კონტაქტში მყოფების იზოლირება 24-72 საათით; როდესაც მკურნალობა იწყება, 72 საათში გადამდები აღარ არის, თუმცა მკურნალობას ვაგრძელებთ, ასევე შესაბამის სტერილიზაციას ვუკეთებთ ნივთებს - ტანსაცმელი, თეთრეული... უნდა გაირეცხოს 90 გრადუსზე, დაუთოვდეს მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურით,შემდეგ მოთავსდეს ცელოფნის პარკში, თავი მოეკრას და მაცივარში გაიყინოს - ეს აუცილებელია. მხოლოდ წასასმელით და პერორალური პრეპარატის მიღებით ვერ აღმოვფხვრით მუნს, თუკი ტკიპას დავტოვებთ ტანსაცმელზე ან თეთრეულზე.

- სკოლა როგორ უნდა მოიქცეს მუნის დაფიქსირების შემთხვევაში?

- რაც შეეხება საკლასო ოთახს. ზედაპირები უნდა დამუშავდეს ხსნარით, ჩატარდეს დეზინფექცია-დეზინსექცია...

- სწავლა წყდება ასეთ დროს?

- სასწავლო პროცესი ვერ შეწყდება, რადგან შეიძლება 2 ბავშვს გადაედოს და 20-ს არა... ამიტომ, თუ

ბაღებში უფრო რთულადაა საქმე, რადგან პატარებს აძინებენ... უმჯობესია, ბავშვის იზოლირება მოხდეს და დანარჩენ ბავშვებს დავუწყოთ მკურნალობა მალამოთი“.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

სკოლები
საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება