სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო კლუბის საქმიანობასა და ინოვაციურ ექსპერიმენტებს გაეცნენ
10-11-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა ხელშეწყობით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.

5 ნოემბერს, მე-3 კლასის მოსწავლეები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის -„ჩხირკედელა“ - ფარგლებში, მასწავლებლის სახლს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეები გაეცნენ საბუნებისმეტყველო კლუბის მრავალმხრივ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით. ვიზიტის ფარგლებში ისინი გაეცნენ ინოვაციურ ექსპერიმენტებს, მათ შორის ნიადაგის გარეშე მცენარეთა ზრდის პროცესს. მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გარემოსდაცვითი და აგრარული პრობლემების გადაჭრაში. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ პროგრამირებადი რობოტი, რომელიც ავტონომიურად ასრულებდა წინასწარ განსაზღვრულ დავალებებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ავითარებს შემოქმედებით და ლოგიკურ აზროვნებას, არამედ აძლიერებს გუნდურ მუშაობასა და კვლევით მიდგომას. ვიზიტის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ 40 პროექტის საფუძველზე შექმნილი კრებული და სამახსოვრო მაისურები წარწერით „ჩხირკედელა“.

მოსწავლეთა დედაქალაქში ვიზიტი ამით არ დამთავრებულა ისინი მთაწმინდის პარკს სტუმრობდნენ, სადაც გაერთნენ და ბევრი იხალისეს.

ბავშვები შინ ახალი შთაბეჭდილებებითა და ცოდნით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

გასვლით ღონისძიებას ბილინგვური სწავლების სპეციალისტი ინა მანასიანი ხელმძრვანელობდა. 

​იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება