| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, საგნობრივი სტანდარტების რევიზიასთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები დაიწყო.
პირველი სამდღიანი შეხვედრა, რომელიც კონკრეტული საგნობრივი სტანდარტების განხილვას მოიცავს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
მინისტრმა სიტყვით მიმართვისას განახლებულ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან მიმართებაში, საგნობრივი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანის კუთხით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სტანდარტების დამტკიცების შემდეგ ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაიწყება.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს გამოცდილების გაზიარებისა და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
სამუშაო შეხვედრები ყველა საგნობრივი სტანდარტის განხილვის კუთხით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო