სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საშემოდგომო არდადეგები სკოლებში - ქვეყნების ჩამონათვალი და საინტერესო პრაქტიკა
06-11-2025
-
+


ბევრ ქვეყანაში, სკოლის მოსწავლეთა დასვენებისა და განტვირთვის მიზნით, შუასასწავლო სემესტრში საშემოდგომო არდადეგებს მიმართავენ. 

მოკლე საშემოდგომო არდადეგები განსაკუთრებით გავრცლებულია ევროპაში. როგორც წესი, შუასემესტრული დასვენება ერთი ან ორი კვირა გრძელდება - ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის დასაწყისამდე. 

საფრანგეთი

საფრანგეთში სასწავლო წელი სკოლებში 1-ელ სექტემბერს იწყება. მოსწავლეებს აქვთ სამკვირიანი საშობაო და სააღდგომო არდადეგები, ხანმოკლე შესვენება სემესტრებს შორის და 2-თვიანი საზაფხულო არდადეგები. 

სასკოლო არდადეგების ვადები და ხანგრძლივობა რეგიონების მიხედვით განსხვავდება.

საფრანგეთში სკოლების არდადეგების თარიღები სამ გეოგრაფიულ ზონად არის დაყოფილი - A, B და C ზონები. ეს სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ არდადეგების პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ერთდროულად არ გადატვირთულიყო ტურისტული ინფრასტრუქტურა (სათხილამურო კურორტები, სასტუმროები, ტრანსპორტი და ა.შ.

რაც შეეხება, საშემოდგომო არდადეგებს, როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოს იწყება და ორი კვირა გრძელდება.

ინგლისი

სასწავლო წელი სექტემბრის დასაწყისში იწყება და დაყოფილია სემესტრებად, რომლებიც გამიჯნულია არდადეგებით. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თითოეული სემესტრის შუა პერიოდში ცხადდება ხანგრძლივი უქმეები. სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღები შეიძლება განსხვავდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაამტკიცა არდადეგების გრაფიკი, სკოლები მაინც საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამებს არგებენ. 

დიდ ბრიტანეთში მოსწავლეებს წელიწადში დაახლოებით 13 კვირა აქვთ არდადეგები.

წელს.საშემოდგომო არდადეგებს ოქტომბრის ბოლო დღეები დაეთმო.

ფინეთი

ფინეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც საშემოდგომო არდადეგები საგანმანათლებლო კულტურის განუყოფელი ნაწილია. ფინური საგანმანათლებლო სისტემა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ბალანსს სწავლასა და დასვენებას შორის.

ფინეთის სკოლებში საშემოდგომო არდადეგები ოქტომბრის შუა რიცხვებში იწყება და ერთ კვირამდე გრძელდება. 

საშემოდგომო არდადეგები თავდაპირველად გაჩნდა, როგორც „ფერმერული არდადეგები“, იმ დროს სოფლად მცხოვრები მოსწავლეები მოსავლის აღებაში მონაწილეობდნენ. დღეს კი იგი აღიქმება როგორც ოჯახური დასვენების დრო, როდესაც ფინელები ქალაქიდან ბუნებაში გადიან. აღსანიშნავია, რომ სასწავლო წელი ფინეთში აგვისტოს შუა რიცხვებში იწყება და მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში სრულდება,  შესაბამისად, საშემოდგომო არდადეგები სწორედ სასწავლო წლის შუა მონაკვეთზე მოდის.

ნიდერლანდებში არდადეგები დაახლოებით 11-19 ოქტომბრის შუალედშია. გერმანიაში ვადები ფედერალური მიწების მიხედვით განსხვავდება, თუმცა უმეტესად ოქტომბრის მეორე ნახევარზე მოდის. ბელგიაში კი საშემოდგომო უქმეები 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრს მოიცავს. ავსტრიაში, შვეიცარიასა და ნორვეგიაში შემოდგომის არდადეგები, როგორც წესი ოქტომბრის მესამე ან მეოთხე კვირაშია.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება