| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

8 ნოემბერი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალქალაქის ფილიალის მეორე კურსის სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო პრეზენტაცია გამართეს, ასევე მოაწყვეს ვიქტორინა და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. აქტივობებს ხელმძღვანელობდა სოფიკო გვარამაძე.
მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და მისი ღირებულებები უკეთ გაიაზრეს.
აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა