სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალი პროექტი საჯარო სკოლებისთვის - სამინისტრომ მოსწავლეებისთვის განახლებული მოდული შეიმუშავა
03-11-2025
-
+


საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ იწყება, რომლის ფარგლებშიც VI-IX კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს მანდატურისა და შსს-ს წარმომადგენლები ჩაატარებენ. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
 
„კამპანიის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
 
კამპანიის პირველ ეტაპზე, შსს მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ტრენერ-მანდატურები შეხვედრებს გამართავენ 60 საჯარო სკოლის VI-IX კლასის მოსწავლეებთან. საინფორმაციო შეხვედრების მთავარი თემები იქნება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენა, მისი მოხმარების პრევენცია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება.
 
საინფორმაციო შეხვედრებთან ერთად, მოსწავლეებისთვის ჩატარდება კომიქსების კონკურსი, სპორტული ღონისძიებები და სხვა შემეცნებითი აქტივობები.
 
სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმართვის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, მოამზადეს მოსწავლეებთან შეხვედრის განახლებული მოდული, კოორდინირებულად იმუშავეს პრაქტიკული კომპონენტის ნაწილზე და ჩაატარეს სიმულაციური შეხვედრები. საწყის ეტაპზე, შეხვედრები თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონში გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება