სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

„ქვეყნაში ჯანმრთელი და ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდები გვჭირდება“ - დირექტორები სკოლებში საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობაზე საუბრობენ
06-11-2025
-
+


საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება, რომლის  მიზანია, მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ცნობიერების ამაღლება. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრების მთავარი თემები იქნება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენა, მისი მოხმარების პრევენცია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. 

რამდენად აქტუალურია ეს საკითხი სკოლის ასაკის მოსწავლეებში, როგორ უყურებენ დირექტორები ანტინარკოტიკულ კამპანიას და ამ კუთხით რა აქტივობებს სთავაზობენ თავად მოზარდებს? - ამ საკითხებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღანელებმა etaloni.ge - სთან ისაუბრეს. 

ლამარა ტაბატაძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, მსგავს კამპანიას დადებითად შევაფასებ. თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდები არაერთი ცდუნების წინაშე არიან, მით უმეტეს, სამწუხაროდ ახალა ნარკოტიკი საკმაოდ მარტივად ხელმისაწვდმია. 

ჩვენს სკოლაში ხშირად ვაწყობთ მსგავსი ტიპის კამპანიებს. იმართება შეხვედრები პრეზენტაციები, მოსწავლეები აქტიურად იძიებენ და იღებენ ინფორმაციას ნარკოტიკების, თამბაქოს თუ ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ. ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ამ პრობლემებზე საუბარი მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ვუბიძგოთ. 

ეკა ჩუბინიძე, თბილისის N74 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, მნიშნველოვანია მოსწავლეებს შევახსენოთ რამდენად დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ნარკოტიკების მოხმარება. ვფიქრობ, განსაკუთრებით დროული იქნება ამ ინფორმაციის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის მიწოდება. თუნდაც ერთმა მოსწავლემ რომ მოუსმინოს გულით და გაითავისოს მიღებული ინფორმაცია უკვე ჩაითვლება, რომ კამპანია შედეგიანია. დღევანდელ ეპოქაში ძალიან ბევრი ადამიანია ნარკოდამოკიდებული ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ პრევენცია ადრეული ასაკიდანვე მოხდეს.

რიფსიმე არუთუნიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

კამპანია ნამდვილად მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მსგავსი ტიპის აქტივობები ინტენსიურად უნდა ტარდებოდეს სკოლებში, არა მხოლოდ ნარკოტიკების, არამედ თამბაქოს, ალკოჰოლური სასმლის მავნებლობაზეც უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია. 

გენადი ჩოვუშიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, მივესალმები ამ კამპანიას და ვისურვებდი, ჩვენი სკოლაც იყოს ჩართული. მნიშვნელოვანია, მოსწავლეების თავინდანვე ჰქონდეთ ინფორმაცია ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდებს ნათლად უნდა დავანახოთ, რამდენად დიდი ზიანი მოაქვს ნარკოტიკების, თამბაქოს და სხვა მავნე ნივთიერებების მოხმარებას. 

დოდო ჩახუნაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის დირექტორი: 

ანტინარკორტიკულ კამპანიას მივესალმები, ვისურვებდი რომ ყველა სკოლა მოიცვას სამინისტრომ და ყველა მოსწავლეს მიაწოდონ ინფორმაცია ნარკოტიკების მავნებლობის შესახებ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ რამდენად საშიშია და რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს მათ მოხმარებას. სიმართლე გითხრათ, ჩვენს მოსწავლეებთან ეს პრობლემა არ არის, მაგრამ დღევანდელ ეპოქაში მნიშვნელოვანია სწორი და დროული ინფორმაციის მიწოდება ბავშვებისთვის. 

მერი ჟორჟოლიანი, ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მივესალმები განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივ ანტინარკოტიკულ კამპანიას „მე მომავალში“. ვფიქრობ ძალიან კარგი წამოწყებაა და მნიშნელოვანი. ქვეყნაში ჯანმრთელი და ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდები გვჭირდება. ამიტომაც ვფიქრობ, მსგავსი ტიპის კამპანიები დადებითად უნდა შეფასდეს.

დოდო მოდებაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რამდენად დიდი ზიანის მომტანია ნარკოტიკები. ვფიქრობ, დროულად წამოწყებული კამპანიაა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სოკლებში ეს პრობლემა ნაკლებად დგას, ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია. 

აღავნი ავაქიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებისთვის ჯანაღი ცხოვრების წესის გაცნობა და პოპულარიზება მნიშნელოვანია. ჯანსაღი და ჯანმრთელი თაობა მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის, ამიტომ ვთვლი, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო კამპანიები აქტიურად უნდა ტარდებოდეს სკოლებში.

შაისმაილ ისლამოვი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

კარგად მოფიქრებული აქტივობაა, რომელიც მოსწავლეებისთვის ნამდვილად საჭიროა. ბავშვებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ნარკოტიკების უარყოფითი მხარეები, რომ მისი მოხმარების სურვილი არ გაუჩნდეთ. საქართვლოს სჭირდება ჯანსაღი მომავალი თაობა!

ავთანდილ მამედოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან კარგია, საინფორმაციო შეხვედრები და სპორტული აქტივობები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწორი განვითარებისთვის. ვფიქრობ, ბავშვებს სწორედ უფროსებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ნარკოტიკი, რომ შემდგომში მათ არ ჰქონდეთ დამახინჯებული წარმოდგენა და არ ეგონოთ, რომ ის უვნებელია. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი სწორი ინფორმირება, ამიტომაც მსგავს კამპანიებს მივესალმები. 

 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

საქართველოსთან ერთად კიდევ რომელი ქვეყნები აღნიშნავენ შობას 7 იანვარს

სავალდებულოა თუ არა განმავითარებელი შეფასების დაწერა მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სცენაზე გაცოცხლდა მისი მოთხრობების გმირები და თემები, რომლებმაც მაყურებელი მწერლის სამყაროში ამოგზაურა

ვიქტორინის ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებში

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება