| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესი ადგენს ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ყოველწლიური თვითშეფასების წარმოდგენის ფორმას და
განხორციელების წესს.
დაწესებულება თვითშეფასების ანგარიშს წარმოადგენს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს იმავე წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში.
თუმცა გამონაკლისის სახით 2025 წელს დაწესებულებების მიერ თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 3 ნოემბრიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
თვითშეფასების პლატფორმა - https://evaluate.eqe.ge/
აქვე გაცნობებთ, რომ დაწესებულების თვითშეფასების მიზანია:
ა) დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
ბ) დაწესებულების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა;
გ) ცენტრის მიერ ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის ანალიზი ეროვნულ დონეზე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას