სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

3 ცვლილება განათლების მიმართულებით, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა
07-11-2025
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს „თავდაცვის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში.

მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ცვლილებები მიზნად ისახავს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთან, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „თავდაცვის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის თანახმად, წვევამდელი გაწვევამდე გადის სამედიცინო შემოწმებას. თუმცა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება დამატებით სამედიცინო კვლევის ჩატარება. მისი თქმით, ცვლილებებით ზუსტდება დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისაგან თავის არიდების საკითხი.

გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, ცვლილებებით დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის თანამდებობის დასახელება შეიცვლება ტერმინით „მეთაური“ და „რექტორის“ ნაცვლად მიეთითება: „მეთაური“.

მინისტრის მოადგილის თქმით, კოდექსის მოქმედი რედაქცია არასრულწლოვანის სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვისას ითვალისწინებდა მხოლოდ მშობლის თანხმობას. ცვლილებებით კი ზუსტდება ვინ შეიძლება იყოს თანხმობის გამცემი. „მშობლის“ ნაცვლად, მიეთითება „კანონიერი წარმომადგენელი ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანო“.

მისივე თქმით, „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება შედის მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მინიჭების მიზნით. კერძოდ, სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ ზედამხედველობას გაუწევს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ „თავდაცვის კოდექსით“ დადგენილი პირობებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ასევე, მოხალისეთა ორგანიზაციების მიერ მიღებული ქონებით სარგებლობასა და ფინანსური სახსრების ხარჯვას.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება