| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება/თანადაფინანსება ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისთვის, ბაღის და სკოლის პედაგოგების, ასევე ტექნიკური პერსონალისთვის.
„ძვირადღირებული გამოკვლევები:
ა) კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა, დაფინანსება წელიწადში ერთხელ;
მოსარგებლეები არიან:
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში დარეგისტრირებული პირები (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები), 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სიმსივნით დაავადებულები, პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები/ტექნიკური პერსონალი, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, სტუდენტები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი მშობელი, რომელსაც 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ყავს, პირები რომელთა ზემოხსენებული მომსახურების ღირებულება 500 ლარი და მეტია. წელიწადში ერთხელ;
ბ) კორონაროგრაფია-მოწყვლადი ჯგუფებისთვის (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში დარეგისტრირებული პირები (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სიმსივნით დაავადებულები, პედაგოგები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები/ტექნიკური პერსონალი, პენსიონერები, ომისა და შრომის ვეტერანები, სტუდენტები, მარტოხელა დედები,მრავალშვილიანი მშობელი, რომელსაც 4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ყავს.) არაუმეტეს 1 000 ლარისა. სხვა დანარჩენი მოსარგებლეებისთვის - არაუმეტეს 500 ლარისა. წელიწადში ერთხელ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი