TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

სკოლებში ბიბლიის კითხვასა და ლათინური ენის სწავლებას აბრუნებენ - იტალიის განათლების სამინისტრო ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე მუშაობს
03-11-2025
-
+


იტალიის განათლების სამინისტრო, ჯუზეპე ვალდიტარას ხელმძღვანელობით, 3-14 წლის ბავშვებისთვის ახალ საგანმანათლებლო სტანდარტებს ამუშავებს, რომელთა ამოქმედება 2026/2027 სასწავლო წლიდან იგეგმება. მინისტრის თქმით, ცვლილებების მთავარი მიზანი მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივება და წერის უნარების გაუმჯობესებაა.

პროგრამა სკოლებში ბიბლიის კითხვას ითვალისწინებს, რადგან, როგორც მინისტრის მოადგილემ, პაოლა ფრასინეტიმ აღნიშნა, „წმინდა წერილის წყალობით შეიქმნა მრავალი ლიტერატურული, მუსიკალური თუ სახვითი ხელოვნების ნაწარმოები“, გარდა ამისა, ბიბლიამ „გავლენა მოახდინა მეცნიერების განვითარებაზე“ და ის „მრავალი ცივილიზაციის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია“.

ლათინური ენა, კი რომელსაც ინიციატივის ავტორები „ლოგიკის სავარჯიშოს“ უწოდებენ, საშუალო სკოლებში სავალდებულო საგნად კვლავ დაბრუნდება, ხოლო ისტორიის გაკვეთილებზე უპირატესობა იტალიის, ევროპისა და დასავლური სამყაროს წარსულის შესწავლას მიენიჭება, „მაგრამ იდეოლოგიური მიკერძოების გარეშე“.

სასწავლო პროცესში ასევე დაბრუნდება ლექსების დაზეპირების პრაქტიკა. 

„ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების ეპოქაში, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია წავახალისოთ პოეზიის ზეპირად სწავლა“, - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ მათი გეგმაა დაიწყონ მარტივი პოეტური ნაწარმოებებითა და საბავშვო ლექსებით, შემდეგ კი თანდათანობით გადავიდნენ - კლასიკურ ეპოსებზე, ბერძნულ მითოლოგიასა და სკანდინავიურ საგებზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება