სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მუნის მკურნალობასა და სკოლების/ბაღების დეზინფექცირების შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
05-11-2025
-
+


სკოლებში მუნის გავრცლების შემთხვევები მატულობს, მშობლების შეშფოთების საპასუხოდ განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებენ და საგანგაშო არაფერია.  მუნთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აქტუალურ კითხვებს ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა:
 
1. რა არის მუნი?
მუნი არის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა. ტკიპა აღწევს და მრავლდება კანში და იწვევს ძლიერ ქავილს. დაავადების სიმპტომია ასევე გამონაყარი, რომელიც ძირითადად აღინიშნება თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებზე, იღლიებში, წელის არეში, მკერდზე, სასქესო ორგანოების მიდამოში; ჩვილ ბავშვებში ასევე გვხვდება ხელის და ფეხისგულებზე და თავზე.
2. როგორ გადაეცემა მუნი?
მუნი გადადის ადამიანიდან ადამიანზე ინფიცირებულის კანთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. ამიტომ პარაზიტი ძირითადად გადადის ოჯახის წევრებზე და სქესობრივ პარტნიორებზე. ასევე გადაეცემა ტანსაცმლით, პირსახოცით, თეთრეულით, რბილი სათამაშოებით.
დაავადება, როგორც წესი, არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით, მაგალითად, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით.
პარაზიტის გადაცემა ძალიან იშვიათია მყარ ზედაპირებთან შეხებით. შესაბამისად, მაგალითად, ავეჯის ზედაპირებთან შეხება არ წარმოადგენს ინფიცირების რისკ-ფაქტორს.
3. რამდენ ხანს ძლებს ტკიპა ადამიანის ორგანიზმის გარეთ?
ტკიპა ადვილად იღუპება გარემოში ადამიანის ორგანიზმის გარეთ. ძლებს საშუალოდ 24-36 საათს (იშვიათად 72 საათამდე), ძირითადად მაღალი რისკის საგნებზე (ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცი, რბილი სათამაშოები).
4. ინფიცირებიდან რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომები?
სიმპტომების გამოვლენა ხდება ინფიცირების მომენტიდან 4-8 კვირის განმავლობაში. თუმცა ადამიანი შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების გამოვლენამდეც.
5. საჭიროა თუ არა მუნის გამოვლენის შემთხვევაში შენობების, მათ შორის სკოლის და საბავშვო ბაღის დეზინფექცია?
რადგან მყარი ზედაპირებით გადაცემა უკიდურესად იშვიათია, ავეჯის ჩვეულებრივი გაწმენდა საკმარისია. მნიშვნელოვანია ისეთი საგნების დამუშავება, სადაც ტკიპა ინარჩუმებს სიცოცხლისუნარიანობას. ტანსაცმელი/თეთრეული/პირსახოცები მაღალ ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს (50 გრადუსზე მეტი) ან დაილუქოს ცელოფანის პარკში 72 საათის განმავლობაში (ისეთი საგნები, რომელთა გარეცხვა არ არის შესაძლებელი, მაგალითად, ზოგიერთი რბილი სათამაშო).
6. როგორ ხდება მუნის მკურნალობა?
მუნის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი მალამოს გამოყენებით (მაგალითად, პერმეტრინი), რომლის წასმა მთელ ტანზე ხდება და უნდა დავტოვოთ 8-14 საათის განმავლობაში დაბანამდე. შემდეგ მეორე დოზის გამოყენება ხდება 1 კვირაში. იშვიათად, გართულებულ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს პერორალური (დასალევი) მედიკამენტის მიღება.
7. უნდა ვუმკურნალოთ თუ არა უსიმპტომო კონტაქტებს?
ოჯახის წევრებს და სქესობრივ კონტაქტებს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა.
რაც შეეხება ბაღის კონტაქტებს, იმ ბავშვებს, რომლებიც შესაძლოა იყენებდნენ საერთო საწოლს და რბილ სათამაშოებს, უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა ან მშობლები და მასწავლებელი ყურადღებით დააკვირდნენ სიმპტომებს (ქავილს) ბოლო კონტაქტიდან 8 კვირამდე.
8. გადაეცემა თუ არა მუნი ცხოველებისგან?
მუნი გადაეცემა მხოლოდ ადამიანისგან. ცხოველები (მათ შორის ქუჩის ძაღლები და კატები) მუნის გადამტანები არ არიან.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება