სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

სკოლის დირექტორები მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შემქნის მნიშვნელობაზე საუბრობენ 
06-11-2025
-
+


საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება, რომლის  მიზანია, მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრების მთავარი თემები იქნება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენა, მისი მოხმარების პრევენცია და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. 

რამდენად აქტუალურია ეს საკითხი სკოლის ასაკის მოსწავლეებში, როგორ უყურებენ დირექტორები ანტინარკოტიკულ კამპანიას და რა აქტივობებს სთავაზობენ თავად მოზარდებს? - ამ საკითხებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღანელებმა etaloni.ge - სთან ისაუბრეს. 

ნორა ბუცხრიკიძე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს დავანახოთ, რამდენად დიდი ზიანი მოაქვს არასწორი ნივთიერებების მიღებას, ამიტომ ეს კამპანია ნამდვილად მნიშვნელოვანია. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რატომ არ უნდა გადადგან ეს მავნებლური ნაბიჯები, უნდა იცოდნენ, რომ ეს მათ ცხოვრებას დაუნგრევს.

დოდო გაბისონია - მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ამისთვის კი მნიშვნელოვანია მათი ინფორმირებულობა. ძალიან კარგი კამპანიაა და ვისურვებდი, რომ მას უფრო მასშტაბური ხასიათი ჰქონდეს. 

ჯემალ კვარაცხელია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს მსგავსი პრობლემა, მაგრამ ასეთი შეხვედრები და აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ კარგის და ცუდის გარჩევა, რათა შემდგომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. 

როზა გველებიანი - ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

თანამედროვე საზოგადოება უნდა ზრუნავდეს მომავალ თაობებზე, უნდა იცავდეს მას საფრთხეებისგან, ამიტომაც აუცილებელია ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მავნებლობებზე, რომელსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება გადააწყდნენ. როცა ადრეული ასაკიდან იგებ, რატომ არის ესა თუ ის ნივთიერება, ამ შემთხვევაში ნარკოტიკი ცუდი, რა უარყოფითი გვერდითი მოვლენები აქვს მას, მერე ეს ინტერესი და სურვილი, რომ მისთვის უცხო გასინჯოს, აღარ ექნება. ამიტომაც მივესალმები ყველა მსგავს კამპანიას და ვფიქრობ, ეს აუცილებელი და დროულია. 

რუბენ ვარდანიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორი:

ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“ ვფიქრობ სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის. ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ და გაიაზრებენ, რატომ უნდა იცხოვრონ ჯანსაღად. 

ჟენია დათუნაშვილი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვეთანხმებით, იმდენად არის გახშირებული დღევანდელ რეალობაში ნარკოტიკების მოხმარება, რომ ნამდვილად დროული კამპანიაა. ახალგაზრდა თაობამ კარგად უნდა გაიგოს, რა უარყოფით გავლენას ახდენს ნარკოტიკი ადამიანების ცხოვრებაზე, რომ არ გაუჩნდეთ მოხმარების სურვილი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით აქტიური შეხვედრები და კამპანიები ძალიან კარგი იქნება. 

გია ჯოხაძე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, მივესალმები, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. რაც უფრო მეტი მსგავსი კამპანია და აქტივობა იქნება, მით უკეთესი.

გულნაზი ხორბალაძე - თბილისის N128 საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჰქონდეთ მსგავს საკითხებზე ინფორმაცია, ჩვენი სკოლა თან ისეთ უბანშია... სარეაბლიტაციო ცენტრიც ახლოს არის და მოსწავლეები ხედავენ ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს. სრულიად შესაძლებელია, გაუჩნდეთ ინტერესი, რასაც შემდგომ უკვე დამოკიდებულება და ათასი სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია ნარკოტიკების მოხმარების უარყოფითი მხარეების შესახებ.

ასევე, გეტყვით იმასაც, რომ თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი განსაკუთრებით პრობლემატურია დღევანდელ ახალგაზრდებში. ხშირად ბავშვისთვის ალკოჰოლის გასინჯვის ინიციატორად თავად მშობლებიც გამოდიან, დღესასწაულებზე ასინჯებენ ხოლმე ბავშვებს... მოგეხსენებათ, მერე დამოუკიდებლადაც უჩნდებათ სურვილი, მიიღონ სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ჰქონდეთ ახალგაზრდებს იმის შესახებ, რაც მათ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. მე ყოველთვის ვცდილობ, დამოუკიდებლადაც მოვძებნო ორგანიზაციები და მათი დახმარებით მივაწოდო ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ახალახან გვქონდა მსგავსი ტიპის შეხვედრა მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება ამ ინიციატივას, ნამდვილად მისასალმებელია, ასეთი ტიპის კამპანიების წამოწყება.  

კახა გიორხელიძე - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან კარგი იქნებოდა, სულ რომ არ არსებობდეს ნარკოტიკი. რა თქმა უნდა, მივესალმები კამპანიას, ვფიქრობ, დროული და საჭირო აქტივობააა. მოსწავლეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული ნარკოტიკის მავნებლობა და მისი უარყოფითი მხარეები.

არმენუი პოდოსიანი - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის დირექტორი:

მოზარდებში უნდა მოხდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. ეს კამპანია კი დადებით გავლენას მოახდეს მოსწავლეებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს კარგად დავანახოთ ის უარყოფითი მხარეები, რაც ნარკოტიკს აქვს.

იურა იაილოიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია და უნდა იცოდნენ, რატომ არ უნდა გაეკარონ ნარკოტიკს. სამინისტროს გადაწყვეტილება ძალიან დროულია. ვფიქრობ, მსგავსი კამპანიები ხშირად უნდა ჩატარდეს. 

თეა ტაბატაძე - ქალაქ ახალციხის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

მივესალმები, ძალიან კარგი ინიციატივა და წამოწყებაა. ვფიქრობ, მოსწავლეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რა გავლენას ახდენს ნარკოტიკი ადამიანის ორგანიზმზე, რამდენად დიდია ზიანი, რომ არ გაუჩნდეთ მისი მიღების და გასინჯვის სურილი. ვისურვებდი, ჩვენი სკოლაც იყოს ჩართული ამ კამპანიაში.


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„აბიტურიენტებს შეეზღუდებათ არჩევანი, ვერ აირჩევენ იმ უნივერსიტეტს, რომლის შესახებაც სექტემბერში უკვე ცნობილი იყო...“

3 ცვლილება განათლების მიმართულებით, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა

სკოლის ხელმძღვანელები მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შემქნის მნიშვნელობაზე საუბრობენ 

სკოლებში შემოწმებები ბრუნდება (?) - ვის ეხება ინიციატივა

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები

მოსწავლეებმა ისწავლეს, რომ პროფესიის სიყვარული მნიშვნელოვანია, მიზნისკენ სწრაფვა კი აუცილებელი

კვირეული 20  ოქტომბერს გაიხნა აქტივობით -  დღის ამოცანის ამოხსნა.

პირველკლასელისთვის უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ აკადემიური უნარები, არამედ მოტორული და სოციალურ-ემოციური მზაობაც სკოლისთვის
 
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილმა დეკორაციებმა
 

მოსწავლეებმა შეისწავლეს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა - „მიწის ყივილი“ და უყურეს გუგული მგელაძის ფილმს - „ფესვები“

საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება