სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრის ბრძანების შესასრულებლად ვადა 6 თვეა  - დეტალური ინფორმაცია
04-11-2025
-
+


პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის და მისი დანართის ფორმების დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა. რომლის მიხედვითაც, განისზღვრა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმა.

დოკუმენტი  შემუშავებულია ოფიციალურ დიპლომზე  დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. დიპლომის დანართის მიზანია მიაწოდოს მიუკერძოებელი მონაცემები  კვალიფიკაციების (დიპლომების, სერტიფიკატების და ა.შ.) სამართლიანი და პროფესიული, ცნობის/აღიარების გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია, აღწეროს კვალიფიკაციის ორიგინალ დოკუმენტში, რომელსაც დაერთვის ეს დანართი, დასახელებული პირის მიერ გავლილი და წარმატებით დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამის სახე, დონე, კონტექსტი, შინაარსი და სტატუსი ან არაფორმალური განათლების აღიარების გზით დადასტურებული სწავლის შედეგების შესაბამისი კვალიფიკაციის დონე. 

დიპლომის დანართის ფორმა

ცვლილებების მიხედვით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზურნველყოს ამავე ბრძანებით გათვალისწინებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტ(ებ)ის ფორმის ინტეგრირება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა/პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მქონე  იურიდიულმა პირებმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტ(ებ)ის ფორმის ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება