სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ორგან მუშაობის მიზეზი არის არასაკმარისი ანაზღაურება“  - პრემიერი კანონში ცვლილებაზე
03-11-2025
-
+


შეუძლებელია 8 საათი ორ ან სამ სხვადასხვა სამსახურში იმუშაო, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს - თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამისათვის უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ახალი კანონი შეაფასა, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც საჯარო სამსახურის უფრო სწორად მუშაობას უზრუნველყოფს.

„ამ ცვლილებების მიზანი ოპტიმიზაციაა, მათ შორის ხარჯების. სახელმწიფო საწარმოებში, თუმც არა მარტო, სამინისტროებშიც კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე 60 მილიონ ლარზე მეტი დავზოგეთ.

აქაც არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგან, თეორიულადაც შეუძლებელია 8 საათი იმუშაო, ორ ან სამ სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური.

თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამისათვის უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და შემთხვევები, როცა საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ უპასუხებს ბაზრის მოთხოვნებს, ასეთ პირობებში ფიქციურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, არამედ უნდა შევთავაზოთ, ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება, ეს იქნება სწორი პრინციპი და არა ხელოვნურად გაფორმება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 1-ელი ნოემბრიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეეძლებათ. ასეთი წერილობითი თანხმობა კი, მხოლოდ ერთი წლის ვადით შეიძლება გაიცეს.

კანონში განხორციელებული და უკვე ძალაში შესული ცვლილებებით, საჯარო მოსამსახურეს სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლება.

ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა დასჭირდებათ საჯარო სამსახურებსა და სსიპ-ებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებს იმისთვის, რომ მათ სხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან სარგებლის მიღება შეძლონ.

იმ შემთხვევაში თუ საჯარო სექტორში დასაქმებული პირი აღნიშნულ კანონს დაარღვევს, საჯარო სექტორში დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება და 2 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალება.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება